მარიამ ნადირაძის მორიგი ფოტო-აქცია ძუძუთი კვების პროპაგანდისთვის - "მაქვს უფლება, ჩემი შვილი ვკვებო სადაც და როგორც მოესურვება"
მარიამ ნადირაძის მორიგი ფოტო-აქცია ძუძუთი კვების პროპაგანდისთვის - "მაქვს უფლება, ჩემი შვილი ვკვებო სადაც და როგორც მოესურვება"
მსახიობ მარიამ ნადირაძეს, ასევე მსახიობ გიორგი მახარაძის მეუღლეს, არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით. ის ბევრი ცნობილი დედის კვალდაკვალ უწევს პროპაგანდას ბავშვების ბუნებრივ კვებას. ცოტა ხნის წინ ამ თემას ფოტოები და ტექსტიც მიუძღვნა:

"ძუძუთი კვება ოჯახური საქმეა... განვმარტავ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას... ამას დრო, პრაქტიკა და მოთმინება სჭირდება. მახსოვს, სამშობიაროში მე იმდენად გაბრუებული ვიყავი, რომ არც მესმოდა წესიერად, რას მეუბნებოდნენ, გიორგი იმახსოვრებდა, როგორ ჩაგვედო ნიკასთვის ძუძუ და პირველი თვეები ყოველთვის მეხმარებოდა, რადგან ვიყავი ძალიან დაძაბული და მოუქნელი, დაბნეული. ალბათ
გიორგიც იყო დაბნეული, მაგრამ ძალიან
დიდი მხარდაჭერა იყო, ფაქტიურად ერთად ვკვებავდით ნიკას.
ძალიან დამეხმარა ლიკა, წინასწარ ვყავდი მომზადებული ამ ყველაფრისთვის და არ შემიძლია ასევე არ აღვნიშნო გაგუას კლინიკა, სადაც ძალიან დიდი მონდომებით გიხსნიან, როგორი მნიშვნელოვანია ძუძუთი კვება. კარგია, ბავშვის დაბადებამდე გაერკვეთ ძუძუთი კვების საფუძველში. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს დაგეხმარებათ ძალიან შემდეგი ეტაპებისთვის. ფოტოებისთვის მადლობა ნინის...
p.s. გიორგის ტატუს ვახატავ და არ გვაცდის". 
mshoblebi
სულ ახლახან კი კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "მაქვს უფლება, ჩემი შვილი ვკვებო სადაც მოუნდება, როცა მოუნდება და როგორც მოუნდება".
mshoblebi
25484
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ეკო
6
აბა რაა, სადაც გინდა და რპცა გინდა იქ შეგიძლია ამოაგდო მკერდი და ბავშვი კვებო. რა გაჭირვება გაქვს, ქუჩა-ქუჩა რომ არ აჭამო ბავშვს? ან ეს გადმოდგებული მკერდი რა უბედურებაა, უზნეობაა სხვა რომ არაფერი.
20:23 / 07-02-2022
mamuka
2
აბა საჭმელი, დაუმატეთ რამე ბავშვს, არ ეყოფა
18:55 / 06-02-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები