"არასოდეს ხმამაღლა არ შევხებივარ ამ თემას. მაშინ 16 წლის ვიყავი და უკვე მქონდა იმხელა შეგნება, რომ ვიცნობდი ერთ წყვილს რომელსაც შვილი არ ყავდათ. არასოდეს ჩავკირკიტებივარ ამ საკითხს. ბიჭს ვიცნობდი, მერე მეუღლესთანაც დავვახლოვდი. მჯეროდა, რომ ეს მათი საიდუმლოს ნაწილი იყო, რომელზეც თუკი მათ ენდომებოდათ საუბარი, მაშინ ისაუბრებდნენ. მაგრამ ჩემგან განსხვავებით ვხედავდი "სიკეთით მჭვრეტელ" უამრავ თვალს, ყურს, პირს მოღებულს. ჩურჩულებს ვისმენდი: რატომ არ უჩნდებათ, რატომ არ აჩენენ? ამ გოგოს მისამართით: ერთი შვილი მაინც გაგეჩინა? მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ პრობლემა: ვისაც ერთი ჰყავდა, რატო არ აჩენ კიდე? ვისაც ბევრი ჰყავდა, რას აჩენ ამდენს? მშობლები ვინც იყვნენ უკვე, რატო გოგო არ მიჩნდება, რატო ბიჭი არ მიჩნდება... ამ სხვის ცხოვრების მქექავ საზოგადოებას არაფერი აინტერესებს გარდა ერთისა: როგორ დაგმოძღვრონ, შეგახსენონ სულ რომ შენზე მაღალ საფეხურზე დგანან, რადგან შვილ(ებ)ი ჰყავთ და გამოგიტანონ განაჩენი. "შვილი არ გყავს" "აწი რაღას გეყოლება" "დროზე გათხოვდი, ხომ გინდა მომავალი". და მაინც არავის აქვს უფლება, ამ ძალიან პირადულ ამბავს შეეხოს. ... არავის არ აინტერესებს რა ხდება ამ დროს ადამიანების თავს. ვის როგორი წარმოუდგენია მომავალი. რატომ, რა მიზეზით არ ქორწინდებიან, არ აჩენენ ან ვერ აჩენენ შვილებს ეს მხოლოდ წყვილის გადასაწყვეტია, რომელიც ზოგჯერ იმაზე მეტად მძიმე და ტაბუდადებული თემაა ვიდრე ჰგონიათ სხვებს, ორღობეში საჭორაო. სამაგიეროდ უკვე "შემდგარი, სრულყოფილი" ოჯახები ყოველთვის მაღლიდან გიყურებენ. "ერთი შვილი მაინც გაგეჩინა" ... მათი უმრავლესობა კი ასეთია, იმის მაგივრად, რომ მეტი ისწავლონ რა პასუხისმგებლობაა შვილი, მისი აღზრდა რომ შეძლონ ჯერ თავად უნდა ჩამოყალიბდნენ ადამიანებად. ზოგჯერ იმის გამოც დაგაკნინებენ რომ შენ არ გაქვს უფლება ილაპარაკო ბავშვის ხასიათზე, შენ რა იცი, როგორ უნდა მიუდგე ბავშვებს, შენ როგორ გეყვარება ყველა პატარა თუ ჯერ თავად არ ხარ მშობელი? ცალკე თემაა როცა ზოგიერთი დედა ვისაც "ჯანმრთელი" შვილი ყავს, როგორ ამაყობს და დამსახურებულად იფერებს ამ სტატუსს, როცა სხვა მშობლები არსებობენ, მებრძოლები, შეუპოვრები სულ იმას რომ ცდილობენ როგორ აღმოფხვრან თუ რამე პრობლემაა, რომ მათი შვილები მთავარია სოციუმში იყვნენ, ურთიერთობა შეძლონ, ბედნიერ ადამიანებად იგრძნონ თავი ... ვის რისი ჯერა, ვინ აკვნით დადის სალოცავზე, სასწაულის იმედით, ვინ დაიღალა ამ ბრძოლაში. და ბევრი სასაცილოდ იგდებს ამ თემას. ... და მაინც ძვირფასო " სრულყოფილო" ოჯახის მქონენო, თქვენ ვერ გადაწყვეტთ, რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, ვისაც თქვენს მსგავსად არ "გაუმართლათ". ჯერ ან ვერასოდეს ყველაზე მთავარი განძი არ მისცა ღმერთმა შვილის სახით. ასეთი ხალხიც არსებობენ დედამიწაზე, სხვა ფიქრები აწუხებთ. რაც შეიძლება მეტი კარგი საქმე აკეთონ. და მნიშვნელოვანი კვალი დატოვონ, ესეც დიდი მემკვიდრეობაა. და ასეთების მრავალი ბიოგრაფია ვიცით. ... მე ის უფრო მიკვირს "სრულყოფილი ოჯახით" ბედნიერებაში ჩაფლულ ადამიანებს რატომ აქვთ ასეთი მკვლელი ლექსიკა".