ორსულობისა და მშობიარობის დროს რა ვადაა შვებულებისთვის გათვალისწინებული და რამდენი ლარით ანაზღაურდება - დეტალები დეკრეტულ შვებულებაზე
ორსულობისა და მშობიარობის დროს რა ვადაა შვებულებისთვის გათვალისწინებული და რამდენი ლარით ანაზღაურდება - დეტალები დეკრეტულ შვებულებაზე
დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით ეძლევა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს შრომის კოდექსში" ვკითხულობთ.

გარდა ამისა, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 587 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო
შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.
ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს დედამ ან მამამ. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით.

იმ შემთვევაში თუ დედას არ გამოუყენებია ანაზღაურებადი შვებულების დღეები ან გამოიყენა ნაწილი 183/200 დღიდან დარჩენილი დღეების გამოყენების უფლება აქვს მამას.

ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენებამდე დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი.
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი ნაწილის გამოყენება თანმიმდევრობით ხდება, შესაბამისად 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში.
დასაქმებულს, რომელმაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.
იმ შემთვევაში თუ დედას არ გამოუყენებია ანაზღაურებადი შვებულების დღეები ან გამოიყენა ნაწილი 90 დღიდან დარჩენილი დღეების გამოყენების უფლება აქვს მამას.

რა ოდენობისაა დახმარება და ანაზღაურების რა პირობებია?

დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდეგი პრინციპით:
  • ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;
  • ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში-ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;
  • დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ისარგებლა ორსულობისა და მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით ან ნაწილობრივ ისარგებლა და აუნაზღაურდა არანაკლებ 1000 ლარი. საჯარო მოსამსახურე დედის მიერ შვებულების ნაწილობრივ სარგებლობისას, თუ მიღებული ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია, დასაქმებული მშობლისთვის (მამასთვის) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარების ოდენობა გაანგარიშდება ორივე მშობლისათვის ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.
  • დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო, შვებულების დახმარება არ მიეცემა.

დახმარების მისაღებად რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო დამსაქმებლისათვის?

დასაქმებული დახმარების მისაღებად დამსაქმებელს წარუდგენს:

1. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების შემთხვევაში:
- საავადმყოფო ფურცელს,
- საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტს დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.
2. ბავშვის მოვლის გამო შვებულების შემთვევაში
- ბავშვის დაბადების მოწმობას;
- შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ მიღებული დახმარების თანხის მითითებით; (დაუსაქმებელი ერთ-ერთი მშობლის შემთხვევაში ცნობას გასცემს სააგენტო);
- საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტს დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.
3.ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში
- კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილად აყვანის ფაქტს;
- შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ მიღებული დახმარების თანხის მითითებით; (დაუსაქმებელი ერთ-ერთი მშობლის შემთხვევაში ცნობას გასცემს სააგენტო);
- საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტს დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.

რა შემთვევაში არ ანაზღაურდება დასაქმებულზე ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება?

  • ორსულობისა და მშობიარობის გამო თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის თარიღიდან გასულია 6 თვე.
  • ბავშვის მოვლის გამო თუ ბავშვის დაბადების თარიღიდან გასულია 6 თვე.
  • შვილად აყვანის შემთხვევაში თუ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.
  • უფრო ვრცლად, პროცედურებისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვრცლად.
თამარ იაკობაშვილი

2257
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები