ეს ფოტოები სოციალურ ქსელში ინტერნეტჰიტად იქცა და ბევრი ახალგაზრდა დედისთვის სტიმულია მსგავსი მაგალითები, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩნდება ხოლმე. მარკეტინგის სპეციალისტი გვანცა ბუჯიაშვილი თავის პატარასთან ერთად წავიდა ოფიციალურ შეხვედრაზე და ფოტოები და ეს გამოცდილება, სხვა დედებსაც გაუზიარა:
"ბავშვთან ერთად ვერ წავალ საქმეზე - არაფერს დამაცდის, სირცხვილია, ვინმეს შეაწუხებს…
დღეს ალექსანდრე ვერსად დავტოვე, ამიტომ შეხვედრაზე წამოვიყვანე.
ასე ბევრად უფრო მშვიდად ვიყავით მეც და ისიც.
ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ თვლიან, რომ დედებს, რომლებსაც პატარები ჰყავთ, მუშაობაში ხელი ეშლებათ ან რაიმე არ შეუძლიათ.
მე კი გეტყვით, რომ ჩვენ, დედები, რომლებსაც პატარები გვყავს და თან არასოდეს ვჩერდებით თქვენზე მეტად ძლიერები, მოტივირებულები და შესაძლებლობებით აღსავსენი ვართ!
შეწყვიტეთ თუ კი ვინმე ფიქრობთ რომ თქვენი შვილი ვინმეს ხელს შეუშლის! რადგან თუ რომელიმე ადამიანი ასე ფიქრობს, ის არც თანამშრომლად, არც დამსაქმებლად და მითუმეტეს არც მეგობრად არ გამოდგება არასდროს.
ბავშვები ხელს არ გვიშლიან! ისინი გვაძლიერებენ! ისინი ჩვენი მომავალია, რომელთა სწორად აღზრდა და ყურადღება ყველაზე დიდი საქმეა სხვა უამრავ საქმეს შორის!
P.s. მადლობა ყველა კომპანიას, სადაც ვმუშაობ, რომ მათ არაჩვეულებრივ სამუშაო გარემოში მე და ალექსანდრეს არასოდეს გვაქვს კოლაბორაციული მუშაობის პრობლემა".