მ მშვენიერ სანახაობას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ხოლო იოგისადმი ინტერესი გაათმაგდა ბოლო დროს იოგა კიდევ უფრო მეტად პოპულარული ხდება. მათ შორის, ორსულებსა და დედებს შორისაც. დედებისა და შვილებისთვის საზღვარგარეთ სპეციალური ცენტრებიც კი გაიხსნა, სადაც ასწავლიან, როგორ უნდა დაკავდნენ ერთად მსუბუქი და სახალისო, გამაჯანსაღებელი იოგით.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არა მხოლოდ სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღისთვის არის კარგი, არამედ დედისა და შვილის კიდევ უფრო ახლო ურთიერთობისთვისაც.
ამ საქმის ერთ-ერთი პიონერი ლორა კასლერზაკია, ამერიკელი იოგის ინსტრუქტორი, რომელიც წლებია იოგაში ავარჯიშებს მსურველებს. თუმცა ლორამ ყველაზე მეტად იმით გაითქვა სახელი, რომ თავის პატარა ქალიშვილთან ერთად, 4 წლის მინისთან ერთად ვარჯიშის ფოტოები გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა.
ამ მშვენიერ სანახაობას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ხოლო იოგისადმი ინტერესმა ათმაგად იმატა.
დედებისა და შვილებისთვის იოგის მსუბუქი და სახალისო გაკვეთილი შეგიძლიათ აქ იხილოთ.