დედიკოების ახალი გატაცება ბრელფი – ასე ჰქვია სელფის, რომლის დროსაც მკერდი ჩანს. მსოფლიო დედებს ახალი გატაცება აქვთ – ავტოპორტრეტები ძუძუს წოვების დროს. თავიდან ეს ბუნებრივი კვების აგიტაცია-პროპაგანდად აღიქმებოდა, თუმცა მას მერე, რაც ვარსკვლავებმა მასიურად გაავრცელეს მსგავსი ფოტოები, ინტერნეტის ჩვეულებრივი მომხმარებლებიც გააქტიურდნენ და მკერდმოშიშვლებულებმა გადაიღეს ფოტოები.
სხვათა შორის, ამ ფაქტს ერთი პერიოდი "ფეისბუქის" მხრიდან აკრძალვებიც მოჰყვა, რაც შემდეგ მსოფლიოს დედებმა გააპროტესტეს სკანდალური ფოტოებით (იხილეთ სტატია).
ვარსკვლავების ბრელფები კი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეაში.