როდის უნდა გააჩინოთ მეორე შვილი
როდის უნდა გააჩინოთ მეორე შვილი
როდის ჯობს მეორე შვილის გაჩენა, რომ ორგანიზმმა მოასწროს პირველი ორსულობის შემდეგ აღდგენა? მეცნიერებმა ზუსტი ვადები დაასახელეს.
კვლევა ამერიკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტისმეტად ხშირი (და მცირეშუალედიანი) ორსულობა უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე, არამედ დედის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. და ისიც აღნიშნეს, რომ არც მეტისმეტად დიდი შუალედის გაკეთება ღირს.
კვლევის ავტორებმა ორ მილიონამდე ამერიკელი ქალის მონაცემები შეისწავლეს. დაადგინეს, რომ მოკლე ინტერვალი (ერთი წლიდან წელიწად-ნახევრამდე შუალედი) არც ისე სასურველია, ამ დროს განსაკუთრებით მაღალია ნაადრევი მშობიარობის რისკი, დედაც ვერ
ასწრებს რეაბილიტაციას და ბავშვის შემდგომი ჯანმრთელობაც მეტად არის საფრთხის ქვეშ.
ასევე არ არის სასურველი 5 წელზე მეტი ხნით გადადოთ მეორე შვილის გაჩენა. არც ეს ყოფილა სასარგებლო დედის ჯანმრთელობისთვის. ამ პერიოდში დედას შეიძლება გაუჩნდეს ასაკის მატებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ნეგატიურად აისახება ორსულობის მიმდინარეობაზე.
მეცნიერების აზრით, საუკეთესო შუალედია 2-დან 4 წლამდე პერიოდი. სწორედ ამ დროს ჯობს მეორე შვილის გაჩენა.
ამ თემაზე უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია.
40834
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
μαρινα
0
პირველ შვილზე არის დედა გამოუცდელი,მეორე უფრო ადვილად იზდება,მაგას არა აკვს მნიშვნელობა,მთავარია სწორად კვებოთბავშვი,ექიმს აქვს მნიშვნელობა,ვინ უწევს მეთვალყუირეობას,როგორ იკვებება დედა ორსულობის დროს,მთავარია კუჭის მოქმედებას მიQციოთ ბავშვისას
19:54 / 26-05-2015
nina
0
იგივეს ვფიქრობდი მეც,ჩემს შვილებს შორის შუალედი სამი წელია და სავსებით ნორმალურად გავართვი თავი ორივეს სრულყოფილად მოვლას.
18:18 / 20-05-2015
მსგავსი სიახლეები