მეცნიერებმა საუკეთესო ასაკობრივი შუალედი დაასახელეს როდის ჯობს მეორე შვილის გაჩენა, რომ ორგანიზმმა მოასწროს პირველი ორსულობის შემდეგ აღდგენა? მეცნიერებმა ზუსტი ვადები დაასახელეს.
კვლევა ამერიკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მეტისმეტად ხშირი (და მცირეშუალედიანი) ორსულობა უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე, არამედ დედის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზეც. და ისიც აღნიშნეს, რომ არც მეტისმეტად დიდი შუალედის გაკეთება ღირს.
კვლევის ავტორებმა ორ მილიონამდე ამერიკელი ქალის მონაცემები შეისწავლეს. დაადგინეს, რომ მოკლე ინტერვალი (ერთი წლიდან წელიწად-ნახევრამდე შუალედი) არც ისე სასურველია, ამ დროს განსაკუთრებით მაღალია ნაადრევი მშობიარობის რისკი, დედაც ვერ ასწრებს რეაბილიტაციას და ბავშვის შემდგომი ჯანმრთელობაც მეტად არის საფრთხის ქვეშ.
ასევე არ არის სასურველი 5 წელზე მეტი ხნით გადადოთ მეორე შვილის გაჩენა. არც ეს ყოფილა სასარგებლო დედის ჯანმრთელობისთვის. ამ პერიოდში დედას შეიძლება გაუჩნდეს ასაკის მატებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, რაც ნეგატიურად აისახება ორსულობის მიმდინარეობაზე.
მეცნიერების აზრით, საუკეთესო შუალედია 2-დან 4 წლამდე პერიოდი. სწორედ ამ დროს ჯობს მეორე შვილის გაჩენა.