თურმე დედა, რომელიც მკაცრად ზრდის ქალიშვილს, სინამდვილეში მას დიდ სამსახურს უწევს თურმე დედა, რომელიც მკაცრად ზრდის ქალიშვილს, სინამდვილეში მას დიდ სამსახურს უწევს. ხშირად გიწევთ მოზარდ გოგონასთან ჩხუბი? საშინაო დავალების მომზადებაზე ეჩხუბებით, ასწავლით ოთახს მოუაროთ ან სხვა მოვალეობები შეასრულოს? ის ალბათ უკმაყოფილოა თქვენი სიმკაცრით, მეტისმეტად მომთხოვნად მიგიჩნევთ. თქვენ კი სულ დაუკმაყოფილებლობის და დანაშაულის განცდა გაქვთ, საკუთარ თავზე ბრაზობთ, რომ არ უთმობთ და მისთვისვე სასიკეთოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებთ.
დამშვიდდით. როგორც ახალმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ესექსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, მომავალში თქვენი ქალიშვილი ძალიან მადლიერი იქნება თქვენი და უფრო მეტიც - მას უფრო მეტი შანსი აქვს, მომავალში წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე შედარებით ლმობიერი და ლიბერალი დედების ქალიშვილებს.
2004-დან 2010 წლამდე მეცნიერები 15 ათასი გოგონას ცხოვრებას ადევნებდნენ თვალს, რომელიც კვლევის დასაწყისში 13-14 წლისანი იყვნენ. როგორც გაირკვა, ძლიერი და მომთხოვნი ქალბატონების ქალიშვილები, რომელთაც მაღალ მოთხოვნებს უყენებდნენ მოზარდობის წლებში, მომავალში გაცილებით მეტს აღწევდნენ, ვიდრე მათი თანატოლები. მათ მეტი ჰქონდათ უმაღლესში ჩაბარების შანსები, ცხოვრებაში გაცილებით მეტს მიაღწიეს და კარგი კარიერაც გაიკეთეს. მათ ნაკლებად ემუქრებოდათ უმუშევრობა, დაბალანაზღაურებადი სამსახური თუ ნაადრევი ორსულობა. მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ გოგონების ბედის განვითარებაში და მათ აღზრდაში, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ დედებს ჰქონდათ გაცილებით მეტი გავლენა, ვიდრე მამებს.