დიახ, აი ასე მარტივად და რეალისტურად რა სწრაფად მიფრინავს დრო... წამით არ ჩერდება. სულ პატარა გოგო პირველ ნაბიჯებს დგამს. უკან მოხედვას ვერ მოასწრებ, უკვე პირველკლასელია. ცოტაც და ნამდვილ ლამაზმანს პირველი თაყვანისმცემელი აკითხავს. მალე მისი ცხოვრება შენსას ემსგავსება: ხვდება ცხოვრების მამაკაცს, უყვარდება და ცოლად მიჰყვება. აი, შენი პატარა გოგო თავად გახდა დედა... მერე ბებიაც.
ეს ქალის ცხოვრების ეტაპებია - რაღაცით მსგავსი და უნიკალური შტრიხებით. ამ ვიდეოს ავტორებმა კი 90 წამში ჩაატიეს ქალის მთელი ცხოვრება. დიახ, აი ასე მარტივად და რეალისტურად.