საზოგადოება უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ დედამ შვილი უნდა გამოკვებოს ძუძუთი იქ, სადაც ბავშვს მოუნდება ჭამა ამერიკელი კონერ კენდალი საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის საგანი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილას ბავშვს ძუძუ აჭამა. კონერისთვის ეს შემთხვევა გახდა მიზეზი, რათა მას დაეწყო ბრძოლა მეძუძური დედების დასაცავად. ბევრი დედა ხომ იძულებულია ბავშვს ძუძუ აჭამოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. დედები ხშირად ირიბ გამოხედვას აწყდებიან, შენიშვნასა და გაკიცხვას არ “იშურებენ“ მათთვის.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ კონერის პატარა ბიჭს მოშივდა და ატირდა. ამ დროს ისინი კაფეში იმყოფებოდნენ. იმის გამო, რომ კონერს მანქანა შორს ჰყავდა პარკირებული, ხოლო საპირფარეშოში ბავშვის კვების არანაირი სურვილი არ ჰქონდა, გადაწყვიტა ბავშვი მაგიდასთანვე დაენაყრებინა ძუძუთი. მამაკაცი, რომელიც გვერდით მაგიდაზე იჯდა, ისე აღშფოთდა ქალის საქციელით, რომ სურათი გადაუღო და სოციალურ ქსელში დადო. ფოტოს დაურთო ტექსტი, რომლითაც მიმართავდა მეძუძურ დედებს: “მე ვიცი, რომ როდესაც ბავშვს შია, მას უნდა აჭამო. მე მინდა ვიცოდე, უადგილოა ეს თუ არა. მესმის, რომ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს კვებავენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება, რომ რამეთი დაიფაროს დედამ მკერდი?“
Facebook-ის გვერდზე, კონერი შემთხვევით გადააწყდა თავის ფოტოს. მან ავტორს საპასუხო წერილი დაუწერა და თავის გვერდზე დადო. წერილში იგი მიმართავდა მამაკაცს, რომელმაც დაამცირა და შელახა როგორც დედის, ასევე ბავშვის უფლებები. "ამ ამბავს ასე არ დავტოვებო“, - წერდა კორნერი წერილში.
აგრესორისგან კონერს პასუხი არ მიუღია. შემდეგ კი დედამ ღია წერილი გაავრცელა სოციალური ქსელით, რომელსაც 80 000-მდე გამოხმაურება მოჰყვა. „მოდით ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ არ დავუშვებთ დამცირებას, ქილიკსა და თვალთვალს მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ შვილს შიმშილის გრძნობა უნდა დავუკმაყოფილოთ. საზოგადოება უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ დედამ შვილი უნდა გამოკვებოს ძუძუთი იქ, სადაც ბავშვს მოუნდება ჭამა. საზოგადოებამ სხვა კუთხით უნდა შეხედოს ქალის მკერდს. მისი დანიშნულება არა მხოლოდ საცვლების წარმატებული რეალიზებაა, მას უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია: ბავშვის კვება. ყველა დედას უნდა ჰქონდეს საშუალება, თავის პატარას ისეთ ადგილას აჭამოს, სადაც მისთვის და ბავშვისთვის იქნება მოსახერხებელი!“
კორნერის წერილს დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა. კაცი, რომელმაც ააგორა ეს ამბავი, დუმდა. კანონით ეს ქმედება არ იკრძალება. მართალია, დედამ მოიშიშვლა მკერდი, მაგრამ ის ბავშვს აჭმევს. მისი მიზანი არა მკერდის დემონსტრირება, არამედ შიმშილისგან ატირებული ბავშვის გამოკვებაა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვის ძუძუთი კვება ბავშვის ინტერესებშია. ბავშვის უფლებებიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება იკვებოს ბუნებრივი საკვებით. მართალია, ეს სახლში უნდა ხდებოდეს თუ ქუჩაში, ჯერჯერობით კანონით განსაზღვრული არ არის.
არადა, მსგავსი ფაქტები ადრეც ყოფილა. მაგალითად, ტეხასში ბავშვისთვის საფენის გამოცვლის გამო ქალი რესტორნიდან გამოაგდეს, ერთ დედას კი ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ დაუბლოკა ძუძუს წოვების დროს გადაღებული ფოტო, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თქვენ რას ფიქორბთ ამ საკითხთან დაკავშირებით?