შუა ღამის 3 საათზე ისე გვლანძღონ და გვაგინონ შუა ქუჩაში, მთელ უბანს გაეღვიძოს გოგოებო და ქალებო! იქამდე არ იქნება ჩვენი საშველი სანამ "ჩვენს კაცებს" იმის უფლებას მივცემთ, რომ შუა ღამის 3 საათზე ისე გვლანძღონ და გვაგინონ შუა ქუჩაში, მთელ უბანს გაეღვიძოს. მეზობლებო და საზოგადოებავ! იქამდე არ იქნება ჩვენი საშველი, სანამ კაცებს არ გაუჩნდებათ იმისი შიში, რომ ასეთი საქციელის გამო, შესაძლოა ადამიანმა სამართალდამცავები გამოიძახოს და ის ან დააჯარიმონ ან დააპატიმრონ. სამართალდამცავებო, იქამდე არ იქნება ჩვენი საშველი, სანამ საზოგადოება ირწმუნებს, რომ ასეთი ფაქტის გამო თქვენთან დარეკვისას, მილიონი ახსნა-განმარტებისა თუ ოქმის დაწერა არ მოუწევს და მათ მოსვლას მართლა რეალური შედეგი მოყვება და არა ასეთი პასუხი, ოჯახია და თვითონ მოაგვარებენ საქმეს. წუხელ კარგა ხანს ვფიქრობდი, დამერეკა თუ არა პატრულში და ბოლოს მაინც ჩამეძინა. ალბათ ის ქალიც გამლანძღავდა, შენ ვინ გკითხავსო :((
ნინო თარხნიშვილი