ბევრ ახალგაზრდა დედას უჩნდება საკუთარი სხეულის აღქმის პრობლემა მშობიარობის შემდეგ ფოტოგრაფ ნილი კერ-ფოქსისთვის კარგად იყო ნაცნობი, რომ ბევრ ახალგაზრდა დედას უჩნდება საკუთარი სხეულის აღქმის პრობლემა მშობიარობის შემდეგ – ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მოხდენილი და ლამაზი სხეული არც ისე იშვიათად, სრულიად იცვლება. გადაწყვიტა, ასეთი ქალები აღებეჭდა ფირზე და მათთვისაც და სხვებისთვისაც დაენახვებინა განსაკუთრებული სილამაზე – დედობის სილამაზე, რომელიც შეიძლება, არაიდეალურია, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე იდეალურია, რაც კი არსებობს, მათ შორის.
მან თავისი მიზნების შესახებ თავის ბლოგზე დაწერა და მისდა გასაოცრად – საკმაოდ ბევრი ქალი გამოეხმაურა. 16-მდე დედიკომ სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში. მათ რომ თავი დამაჯერებლად ეგრძნოთ, თავდაპირველად თავად გამოვიდა ნატურად და თავის შვილთან ერთად გადაიღო ფოტო. მერე კი სხვებმაც გაბედეს და შესანიშნავი შედეგიც მიიღეს საბოლოოდ.
ბევრმა ქალმა აღნიშნა, რომ გადაღებების დროს საოცრად ლამაზად მიაჩნდა თავი და შემდეგ ფოტოებითაც აღფრთოვანდნენ.