ამ დედამ თავისი შვილისთვის ძალიან მაგარი რაღაც მოიგონა – ეს კარგი რჩევაა ყველა მშობლისთვის
ამ დედამ თავისი შვილისთვის ძალიან მაგარი რაღაც მოიგონა – ეს კარგი რჩევაა ყველა მშობლისთვის
სამწუხაროდ, ძალიან არეულ სამყაროში ვცხოვრობთ, უამრავი საშინელი რაღაც გვესმის და ათი თვალი და ყური გვჭირდება იმისთვის, რომ ბავშვს ცუდი არაფერი შეემთხვას. ხანდახან მშობლები ბევრი საქმით არიან დაკავებული და არც ისე ცოტა პრობლემა აქვთ, ამიტომ ბავშვების მარტო დატოვებაც უწევთ ან ვინმეს სთხოვენ მათ მიხედვას. ჩვენ ერთ შვეიცარიელ დედაზე გაიმბობთ, რომელიც ამ საკითხს ძალიან მახვილგონივრულად მიუდგა.
ერთხელ მისი 8 წლის ბავშვი სკოლის ეზოში მარტო იჯდა და დედას ელოდა. უცებ მამაკაცი მიუახლოვდა და უთხრა, რომ რაღაც უსიამოვნო ამბავი მოხდა და ბიჭის დედამ სთხოვა,
რომ მას უნდა გაჰყოლოდა. უცხო მამაკაცისთვის მოულოდნელად ბიჭმა უპასუხა, აბა, პაროლი მითხარიო. როცა მამაკაცი შეაფიქრიანა ამ პასუხმა და დაიბნა კიდეც, ბიჭმა ისარგებლა და გაიქცა. თურმე, დედამ ასწავლა, რომ თუ თავად ვერ მოახერხებდა ბიჭის წამოყვანას და ვინმე სხვას სთხოვდა, ამ ადამიანს აუცილებლად ეცოდინებოდა პაროლი, რომელიც დედა-შვილმა ერთად მოიფიქრა. ვინ იცის, რა მოხდებოდა, ეს პატარა დეტალი რომ არა. შეიძლება, მან ბიჭის სიცოცხლეც კი გადაარჩინა.
დამატებითი უსაფრთხოების ზომები არასდროს არის ზედმეტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ჩვენს შვილებს ეხება.

29143
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
mari
0
მე და ჩემ შვილსაც გვაქვს პაროლი :)
11:43 / 26-02-2016
tamo
0
zalian momecona
00:12 / 17-07-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი