ჩვენ ძალიან მაგრები ვართ და ეს გაცილებით უფრო სექსუალურია ამერიკელი მომღერალი კიმბერლი ჰენდერსონი ბევრისთვის არის ცნობილი. ბავშვისთვის ნამღერმა ძილისპირულმა ის მსოფლიოში პოპულარული გახადა. ფეისბუქში თავისი დაუმუშავებელი ფოტო განათავსა, რომელზეც შესანიშნავად ჩანს ოთხი ორსულობის შედეგები. ფოტომ ინტერნეტში საოცარი რეაქცია გამოიწვია.
26 წლის კიმბერლი ოთხი შვილის დედაა. გადაწყვიტა, თავისი სხეულის ფოტო გადაეღო და ყოველგვარი შელემაზების გარეშე დაედო ფეისბუქზე – მუს მუცელზე ყველაფერი ჩანს თვალნათლივ, მოდუნებული პრესი, მოშვებული კანი, სტრიები. "გადავწყვიტე, ეს ფოტო დამედო და მუცელი არ დამეფოტოშოპებინა. გვარიანი შრომა მომიწია საკუთარ თავზე, რომ ოთხი ორსულობის შემდეგ სხეული ჩემად მიმეღო და ცვლილებები გამეთავისებინა, - აღნიშნა კიმბერლიმ, - ვიცი, რომ ვარჯიშების მიუხედავად, მუცელზე კანი მაინც არ დამეჭიმება და არც სტრიები გაქრება. მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშცნელობა, რადგან ყოველდღე ვიღვიძებ და ჩემს ოთხ მოღიმარ სახეს ვხედავ, საკუთარ თავს შევუძახებ – ეს სტრიები და მოდუნებული კანი არაფერია ამ პატარებთან შედარებით".
კიმბერლი მარტო, ძიძის გარეშე ზრდის ოთხ შვილს – უფროსი 10 წლისაა, უმცროსი – 1,5 წლის. არც პლაჟზე ერიდება ბიკინის ჩაცმას და სხვა დედებსაც მოუწოდებს, შეიყვარონ თავიანთი შეცვლილი სხეული. "მამაკაცებსაც შევახსენოთ ხოლმე, რომ ჩვენი სხეული მშვენიერია, ჩვენ ხომ დედები ვართ, სუპერგმირები. ჩვენ ძალიან მაგრები ვართ და ეს გაცილებით უფრო სექსუალურია, ვიდრე ნავარჯიშევი ბრტყელი მუცელი".
კიმბერლის ამ პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ბევრი დედა ამოუდგა მხარში და თავადაც დაიწყეს მსგავსი ფოტოების გამოქვეყნება.