წამით რომ შეხედავთ ამ ფოტოს, ვერაფერ ისეთს ვერ აღმოაჩენთ... მაგრამ ეს ამბავი გაგაოგნებთ...
წამით რომ შეხედავთ ამ ფოტოს, ვერაფერ ისეთს ვერ აღმოაჩენთ... მაგრამ ეს ამბავი გაგაოგნებთ...
ამერიკელი ქალი ფოტოგრაფი კეიტ მიურეი ცნობილია თავისი ემოციური ნამუAევრებით. თუმცა მისმა მორიგმა შედევრმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამ ფოტოს ზღვა ემოცია მოაქვს მნახველისთვის.
ფოტოზე სიმსივნით დაავადებული ქალია აღბეჭდილი, რომელიც ძუძუს აჭმევს ბავშვს, კეიტ მიურეის თქმით, ეს ფოტო ნამდვილი სიყვარულის ძალას ასახავს და სუფთა მშვენიერებას, შელამაზების გარეშე.
"ახალშობილი ბიჭუნა მზადაა მსოფლიოს უჩვენოს თავისი სულის სიძლიერე, რომელიც დედისგან ერგო. დედის სხეულზე შემორჩენილ ერთადერთ ძუძუს მიკრობია და წოვს მთელი ძალით. ძუძუს წოვება წმინდა რაღაც არის, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე საოცრად მოქმედებს. ამ შემთხვევაში კი ერთ
დროულად სევდა და სიხარული გიპყრობს. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო ამ ძლიერ ქალბატონთან შეხვედრა", - ამბობს ფოტოგრაფი.
mshoblebi
ბავშვის დედას მკერდის სიმსივნის დიაგნოზი ორსულობის მეოთხე თვეში დაუსვეს. როგორც წესი, ასეთ დროს აბორტს ურჩევენ, რომ ქალისთვის რისკი შეამცირონ, თუმცა ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, თავის ბავშვისთვის შანსი მიეცა. მა გადაწყვიტა, ცალი ძუძუ მოეჭრა და ქიმიოთერაპიის კურსიც გაევლო ორსულობის დროს, მერე კი ნაადრევ მშობიარობაზეც დათანხმდა, ორსულობის 36-ე კვირაში, რათა ნაყოფზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა ქიმიოთერაპიას.
mshoblebi
20525
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
0
ეს ქალბატონი სამაგალიტოა ყველასტვის განსაკუყრებიტ იმატტვის ვინც არ აფასებს გმერტისგან ბოდზებულ სიცოცხლეს და აცჰენენ სჰვილებს სჰემდეგ უპატრონოდ ყრიან უმცეო ცჰვილებს ან ნაადრევად უსცრაფებენ სიცოცხლეს ჯერ არ დაბადებულ ბავსჰვებს მალადეც ამ დედას რომ ამხელა რისკზე ცავიდა
14:08 / 24-07-2016
ნატალია
0
ამეტირა,მართლა ძალიან ემოციური ფოტოა.ყველა დაიფაროს უფალმა ასეთი განსაცდელისგან,მაგრამ მეც ასე მოვიქცეოდი აუცილებლად,შვილს ყველა შემთხვევაში გავაჩენდი,დაუფიქრებლად.ახალი სიცოცხლე და შვილი ხომ ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი საჩუქარია და სწორედ ეს არის ქალების მისია,რომ დედა გახდე
15:22 / 25-07-2015
მსგავსი სიახლეები