როგორ შევუწყოთ ხელი რძის გამოყოფის სტიმულაციას ლაქტაცია სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოყოფას, ძუძუს წოვებას ნიშნავს. ლაქტაციის პერიოდი - მშობიარობის შემდგომი პერიოდი, დროის ის მონაკვეთია, როცა დედა შვილს ძუძუთი კვებავს. როგორ შევუწყოთ ხელი რძის გამოყოფის სტიმულაციას, იხილეთ რეცეპტები:
1) სტაფილო რძით (ან ნაღებით) – სახეხზე წვრილად ჩახეხეთ სტაფილო. მიღებულ მასას (3-4 სადილის კოვზის მოცულობას) დაამატეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე (ან ნაღები) და მიირთვით. ნარევი ყოველი მიღების წინ უნდა დაამზადოთ და დღეში 2-3 ასეთი ულუფა მიირთვათ.
2) ნაღები კვლიავით - აიღეთ 2 ჩაის ჭიქა ნაღები და 2 სადილის კოვზი კვლიავის თესლი, მოათავსეთ კერამიკულ ჭურჭელში, დაახურეთ ხუფი, შედგით ღუმელში ნელ ცეცხლზე, გააჩერეთ 30-40 წუთი, გამოიღეთ, გააციეთ და მიირთვით დღეში ორჯერ თითო ჭიქა.
3) კვლიავის ნაყენი - აიღეთ 15 გრამი კვლიავის თესლი, 100 გრამი შაქარი და ერთი საშუალო ზომის ლიმონი, დაასხით 1 ლ წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ და სამჯერ დღეში 0,5 ჭიქის მოცულობით მიირთვით.
4) ჭინჭრის ფოთლების ნაყენი - აიღეთ 1 სადილის კოვზი გამხმარი ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და მიირთვით დღეში სამჯერ 1 სადილის კოვზის ოდენობით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. გაგრძელება