კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ბაია მყავს. თუ უფლის ნება იქნება, კიდევ გავაჩენ ბათუმში მცხოვრებ თეა ხომერიკსა და თეიმურაზ ბედინაძეს 10 შვილი ჰყავთ. 3 ვაჟისა და 6 ქალიშვილის შემდეგ ბედინაძეების ოჯახში მეათე ბავშვი, ნიკოლოზი რამდენიმე დღის წინ დაიბადა. პირველი შვილი, 18 წლის დიმიტრი აბიტურიენტია და გამოცდების შედეგებს ელოდება, ზოგადი უნარების გამოცდაში მან 63 ქულა დააგროვა. 16 წლის ილია ერთ-ერთ კაფეში მზარეულად მუშაობს და ოჯახის ბიუჯეტში საკუთარი წვლილი შეაქვს. 14 წლის ელისაბედი, 12 წლის თეკლა, 10 წლის ბესო, 8 წლის ნინო, 7 წლის სალომე, 5 წლის ბარბარე და 4 წლის თამარი სამშობიარო სახლიდან ოჯახში დაბრუნებულ დედასა და პატარა ნიკოლოზს თავს დასტრიალებენ და ეფერებიან.
თუ როგორ ცხოვრობს მრავალშვილიანი ოჯახი და როგორი სოციალური პირობები აქვთ მათ, ამის გასარკვევად ambebi.ge ბედინაძეების ოჯახს ესტუმრა და დიასახლისს, თეა ხომერიკს ესაუბრა:
- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ცოტა დაძაბულიც ვარ ხოლმე, მაგრამ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ბაია მყავს. თუ უფლის ნება იქნება, კიდევ გავაჩენ.
- როგორია თქვენი ერთი დღე?
- დილით რომ ვდგებით, საუზმის სამზადისი გვაქვს, უფროსები იცვამენ და თავისით ემზადებიან, შედარებით პატარებს თმებს ვვარცხნი და ვაცილებ სკოლაში. შემდეგ ბაღის ბავშვებს ვამზადებ და მამას მიჰყავს ისინიც. შემდეგ უკვე დალაგება და სადილის სამზადისი იწყება. ბავშვები თანდათან მოდიან სკოლიდან, სადილობენ და ემზადებიან ისევ წასასვლელად. კულტურული და სპორტული აქტივობებით არიან დაკავებული - ჭადრაკი, კრივი, კალათბურთი, კულინარია, ხატვა, მუსიკა, ცეკვა... ბევრნი არიან და ყველას სხვადასხვა ინტერესი აქვს. გაგრძელება