რისთვის მიმართავენ ქართველი ქალები პლასტიკურ გინეკოლოგებს და რომელი ასაკის ქალებშია ყველაზე ხშირი საქალწულე აპკის აღდგენა
რისთვის მიმართავენ ქართველი ქალები პლასტიკურ გინეკოლოგებს და რომელი ასაკის ქალებშია ყველაზე ხშირი საქალწულე აპკის აღდგენა
რას გულისხმობს პლასტიკური გინეკოლოგია, რა სახის გინეკოლოგიური პრობლემები ექმნებათ ქალებს ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ, რა პრობლემის შემთხვევაში  და რომელი ასაკიდან შეგვიძლია მოზარდი მივიყვანოთ პლასტიკური გინეკოლოგიის სპეციალისტთან - ამ და სხვა დელიკატურ საკითხებზე პლასტიკური გინეკოლოგი თამთა ჯაფარიძე გვესაუბრება.

- თავდაპირველად გვითხარით, რა არის პლასტიკური გინეკოლოგია?
- პლასტიკური გინეკოლგია ესთეტიკური მედიცინის სფეროა, რომელსაც ინტიმური პრობლემების გადაწყვეტით შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს და გააუმჯობესოს ქალის ცხოვრების ხარისხი. ყველა ქალბატონს სურს გამოიყურებოდეს მიმზიდველად და ჰარმონიულად, მიიღოს სქესობრივი ურთიერთობისგან მორალური
და ფიზიკური კმაყოფილება. ზუსტად ამიტომ, სასქესო ორგანოების ფორმისა და სტრუქტურის შეცვლა ინტიმური პლასტიკის მეშვეობით, თანამედროვე ქალბატონებში ძალიან პოპულარულია.

- ალბათ ძირითადად მშობიარობის შემდეგ მოგმართავენ. რა სახის გინეკოლოგიური პრობლემები ექმნებათ ქალებს ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
- მოგეხსენებათ, შორისის კუნთოვანი სისტემა ქალის ჯანმრთელობისა და ინტიმური ბედნიერების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მენჯის კუნთოვანი სისტემა საყრდენს უქმნის მუცლის ღრუს ორგანოებს, ამასთანავე მონაწილეობს განაყოფიერებაში, ნაყოფის განვითარებასა და მშობიარობის პროცესში. შორისის კუნთების გაწელვა, ნახეთქების გაჩენა და ელასტიკურობის დაკარგვა საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას, რადგანაც ხშირად რეპროდუქციულ სისტემასთან ერთად ზიანდება “მეზობელი ორგანოები”, სწორი ნაწლავი და შარდის ბუშტი. კუნთოვანი სისტემის დაზიანებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
ტრავმა, გაძნელებული მშობიარობა. მშობიარობის შემდეგ ხდება შორისის კუნთების გაჭიმვა, რის გამოც საშო ფართოვდება. შედეგად ქალს უჩნდება პრობლემები სექსუალური ურთიერთობის დროს. ტრავმული ან დიდი ნაყოფით მშობიარობის დროს ხდება საშოს კედლების დაწევა, რასაც თან ახლავს არა მარტო პრობლემები ინტიმურ ცხოვრებაში, არამედ ტკივილებიც.
საშოს პლასტიკა არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საშოს დაჭიმვა და პირველადი ფორმის დაბრუნება, მიმდებარე ქსოვილების აღდგენით და ზედმეტის მოცილებით ხდება საშოს დიამეტრის შემცირება. განაკვეთის კეთდება შესაბამის ადგილას, ზედმეტი კუნთოვანი ქსოვილი იჭიმება ან მოკლდება. საშოს შესავლის დიამეტრიც დაპატარავდება საშოს ლორწოვანი გარსის შემცირებით, შესაძლებელია ზედმეტი კანის მოცილებაც. ოპერაცია სპინალური ან ინტრავენური ნარკოზით ტარდება. პროცედურის ხანგრძლივობა 1-2 საათია. პაციენტი ერთი დღე რჩება კლინიკაში და შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. გართულებების რისკი ძალიან დაბალია, მაგრამ არასწორად გაკეთებულმა ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია და სისხლდენა.

- მოზარდი გოგონები თუ მოგმართავენ, რა პრობლემები აქვთ მათ?
- შესაძლებელია პრობლემა გაჩნდეს სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ანუ პუბერტატულ ასაკში. მაგალითად მცირე სასირცხო ბაგეების ჰიპერტროფია. ნორმაში, დიდი სასირცხო ბაგეები უნდა ფარავდეს მცირეებს, მაგრამ პუბერტატულ ასაკში ხდება მათი ჰიპერტროფია (გადიდება), ასიმეტრია ან ელონგაცია (დაგრძელება), რაც გოგონებში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და კითხვებს ბადებს. შესაძლოა ეს ჰორმონალური პრობლემების გამოვლინებაც იყოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ორგანიზმის თავისებურებად ითვლება. ხშირად გვხდება ასევე ბოქვენის და დიდი სასირცხო ბაგეების ჰიპერტროფია. ასევე გვხდება ისეთი პრობლემ , როგორიც არის საქალწული აპკის სრული შეხორცება.   ეს პათოლოგია პირველ მენსტრუაციამდე არ დიაგნოსტირდება. პაციენტი უჩივის მენსტრუაციის უქონლობას, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს. შეიმჩნევა ჰემატოკოლპოსი -საშოში სისხლის დაგროვება. ეს პრობლება დაუყოვნებლივ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ბუნებრივია, მშობელი ბავშვის ფიზიკურ განვითარებას აკვირდება და თუკი მას გაუჩნდება კითხვები, ჩვენ მზად ვართ დახმარებისათვის, თუმცა პლასტიკურ გინეკოლოგს უმჯობესია მოგვმართოთ გოგონებში მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების შემდეგ, დაახლოებით პირველი მენსტრუაციიდან 2 წელიწადში.

- რას გვეტყვით საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციაზე? რა მეთოდით ტარდება, რა დროს მოითხოვს?
- ჰიმენოპლასტიკა, ანუ საქალწულე აპკის მთლიანობის ხელოვნური აღდგენა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარების პირობებში. საქალწულე აპკის ქსოვილი არ ხორცდება, მისი მთლიანობის აღდგენა ხდება გამწოვადი ძაფით. ჩარევის ხანგრძლივობა 20 წუთია, რეაბილიტაციის პერიოდი რაიმე სახის გართულებასთან არ არის კავშირში.

- ძირითადად რა ასაკის ქალები იკეთებენ ამ ოპერაციას?
- ძირითადად, 25-დან 45 წლის ასაკამდე ქალები იკეთებენ.

- ძირითადად რა ჩივილით მოგმართავენ ქალები? რა სახის ოპერაციები ტარდება ყველაზე ხშირად?
- მისასალმებელია, რომ თანამედროვე ქალბატონები ყურადღებას აქცევენ არა მარტო სახის ნაოჭებს და კანის მდგომარეობას, არამედ სურთ ინტიმური სფეროს გალამაზება და გაახალგაზრდავება. ბოლო დროს გაიზარდა მომართვიანობა. ყველაზე პოპულარული ოპერაცია სასირცხო ბაგეების კორექციაა, ანუ ლაბიოპლასტიკა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰორმონალური ცვლილებებისა თუ ორგანიზმის თავისებურობიდან გამომდინარე, გავრცელებულია მცირე სასირცხო ბაგეების ჰიპერტროფია, ელონგაცია ან ასიმეტრია, რაც პაციენტებისათვის დისკომფორტული და პრობლემატურია. ოპერაციის შედეგად ხდება ბაგეების კორექცია - დაპატარავება, დათხელება, ასევე კლიტორის ნაკეცის ნაწილობრივ გახსნა. ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ან სპინალური ანესთეზიის პირობებში. პაციენტი ოპერაციიდან 3-4 საათის განმავლობაში იმყოფება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ მიდის სახლში.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე
22333
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
@@@@@
0
ხალხს სასიცოცხლოდ მნისჰვნელოვანი ოპერაციები ვერ გაუკეთებიათ და ესენი კი........ Vაი თქვენს პატრონს
22:57 / 14-05-2016
likas
0
ჩაჩავას კლინიკაში მუშაობს ქალბატონი თამთა
22:43 / 13-12-2015
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?