"არ ვმუშაობ, მინდა მხოლოდ ბავშვებთან ვიყო, სანამ სკოლაში წავლენ..." - დეკრეტში მყოფი მომღერლის აღზრდის მეთოდები 38 წლის ასაკში ცნობილმა მომღერალმა ბევრს მიაღწია, არა მხოლოდ კარიერაში (რამდენიმე "გრემის" მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მომღერალი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია), პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა. ჰყავს საყვარელი მამაკაცი – ცნობილი ფეხბურთელი ჟერარ პიკე, და ორი შვილი – 2 წლის მილანი და 8 თვის საშა. ამასთან ერთად, შაკირა ქველმოქმედებითაც არის დაკავებული და საკმაო ფულს იღებს მშობლიურ კოლუმბიაში ბავშვების განათლების ასამაღლებლად.
- როგორ აისახა დედობა თქვენს კარიერაზე?
- პაუზა ავიღე და ბოლო ორი წელია არც ერთი სიმღერა არ დამიწერია, მინდა მხოლოდ ბავშვებთან ვიყო, სანამ სკოლაში წავლენ. ძალიან მომწონს ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში: მათი გაზრდა, დაკვირვება მათზე. უკვე იმდენი სიმღერა მაქვს დაწერილი, მაქვს უფლება, ცოტა დავისვენო და ოჯახთან ერთად ვიყო.
- ბევრი მშობელი ცდილობს ბავშვებს შეუზღუდოს დრო კომპიუტერთან. თქვენ თუ დაუშლით თქვენს შვილებს ეკრანთან აქტიურად ყოფნას?
- ახლა ბევრი სასარგებლო და შემეცნებითი თამაში თუ მულტფილმი არსებობს, ამიტომ კომპიუტერისა და ტელევიზორის მთლად გამორიცხვა ბავშვების ცხოვრებიდან, ალბათ, არ ღირს. ბალანსია საჭირო. ბავშვმა არ უნდა გაატაროს მთელი დღე პლანშეტთან, რადგან მისი გაზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ ისეთ მოვლენებს გამოტოვებს, როგორებიცაა თამაშები, კუბებით მშენებლობა, წინააღმდეგობების გადალახვა თუ ტალახში ფეხების ტყაპუნიც კი.
- როგორი დედა ხართ?
- ხანდახან დედა ვეფხვი ვარ, ხან – გიჟი დედა, ხან კი თავს ვიდანაშაულებ, რომ რაღაცას ვაკლებ ბავშვებს ან რაღაცას ისე არ ვაკეთებ, როგორც საჭიროა. ანუ ვარ ისე, როგორც ყველა დედა.