დედების სალონიახალი ამბები
10 შვილის დედის ჯადოსნური ფოტოები
10 შვილის დედის ჯადოსნური ფოტოები
10 შვილის გაზრდა მართლაც დიდი გმირობაა, მით უმეტეს, თუ დედა ამ დროს თავისი ჰობისთვისაც პოულობს დროს. ლიზა ჰოლოუეისთვის ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა. ის თავის ათივე შვილს მართლაც საოცარ ფოტოებს უღებს.
თავის ბლოგზე ხშირად ეკითხებიან, როგორ ახერხებს, რომ ბავშვებსაც დაუთმოს დრო და ფოტოგრაფიასაც.
ლიზა ასე პასუხობს: "ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა და ბევრი დათმობაც, ასე რომ, ახლა მთლიანად დედობასა და ფოტოგრაფიაზე ვარ გადართული... დედობა შესანიშნავია! ჩემი ოჯახის წევრებს იმდენი სხვადასხვა ნიჭი აქვს, ინტერესი, ყველა სხვადასხვანაირია. მაგრამ არავინ არასდროს გრძნობს თავს მარტო, ჩემს
სახლში არასდროს არის მოწყენილობა. აქ ყოველთვის სიცილი, სიყვარული და დადებითი ენერგია სუფევს. რა თქმა უნდა, ათ ბავშვზე ზრუნვა სერიოზული სამუშაოა, ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ვიცნობ ჩემს შვილებს და მჯერა, რომ ღირსეული და ნიჭიერი პიროვნებები გაიზრდებიან".
mshoblebi
ფოტოების უმრავლესობას ლიზა არიზონის შტატის ერთ-ერთ სოფელში იღებს. სტუდიად თავისი ფარეხი გადააკეთა. დრო და დრო, ფოტოგადაღებაზე შეკვეთებსაც იღებს, ძირითადად კი თავის შვილებს იღებს.
mshoblebi
მათი შვილების სახელები ასეთია: კლინტი, კალისტა, დემიენი, ტერონი, ედრიენი, კვენტინი, კამილე. ოქტავია, ელიოტი და გებრიელი. "მინდა ჩემს შვილებს თვალებში ჩავხედო და იქ სული დავინახო. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გამოდის ჩემი ფოტოები მშვიდი და დამაფიქრებელი, და არა უბრალოდ ოჯახური ფოტოები ხელოვნური ღიმილით".
იხილეთ ფოტოგალერეა ლიზას ჯადისნური ფოტოებით
ბეჭდვა