წაიკითხეთ და დარწმუნდით, რას უშვრება ქალს ნერვიულობა, დაძაბულობა და შიში ექიმების ერთ ნაწილი ფიქრობს, რომ ბევრი გინეკოლოგიური პრობლემა ნერვიულობის და დიდი განცდების შედეგია. ხშირად ეს პრობლემები შვილებზე, ოჯახზე, ქმარზე დარდით უჩნდებათ ქალებს. თურმე სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაც კი პირდაპირ კავშირშია ქალის ბედნიერების შეგრძნებასთან. ამიტომ ძალისხმევა თქვენი სურვილების ასასრულებლადაც დახარჯეთ. ამჯერად კი განვიხილოთ ის დიაგნოზები, რაც ქალის ემოციურ მდგომარეობასთან კავშირშია. რა თქმა უნდა, ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ამ დაავადებების ერთადერთი გამომწვევი არ არის, თუმცა პროვოცირების მოხდენა ნამდვილად შეუძლიათ. წაიკითხეთ და დარწმუნდით, რას უშვრება ქალს ნერვიულობა, დაძაბულობა და შიში.
1. ენდომეტრიოზი
უვითარდებათ ქალებს, რომლებიც პანიკისკენ არიან მიდრეკილნი. ხშირად აქვთ პრობლემიდან გამოსავალის არარსებობის შეგრძნება. საკუთარი თავისადმი გულგრილობა ენდომეტრიოზის პროვოცირებას ახდენს.
გამოსავალი: უფრო მხნედ შეხედეთ თქვენს ცხოვრებას. სინამდვილეში არავისზე ნაკლებად არ ცხოვრობთ. თუ კარგად დააკვირდებით, თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრ პოზიტივს აღმოაჩენთ. დაფიქრდით, რამდენ ადამიანს ენატრება თქვენი ბედი.
2. საშვილოსნოს მიომა
ამით მთავრდება მუდმივი განაწყენება და კონფლიქტები ახლობლებთან. ეს დიაგნოზი ხშირად იმ ქალების ხვედრია, ვინც დეპრესიისკენაა მიდრეკილი და სულ რაღაც სწყინს სხვებისგან. ამგვარი ფსიქიკური მდგომარეობა ბუნებრივად არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ჰორმონალურ ფონს ცვლის.
გამოსავალი
აპატიეთ ყველას, ვინც გაწყენინათ. შეეშვით ადამიანებში ნაკლის ძიებას, ღირსებები ეძებეთ. დეპრესიისგან თავდასაღწევად კი ნებისმიერი საქმიანობა გამოდგება. აკეთეთ, რაც გსიამოვნებთ. ეს შეიძლება ხელსაქმეც იყოს, კულინარიაც და სტუმრად სიარულიც.
3. საკვერცხის კისტა
ემართებათ შიშებისკენ მიდრეკილ ქალებს. მათ შორისაა შიში "მე არავის ვუყვარვარ". ეჭვიანობა, მარტოობის შიში, მუდმივად ურთიერთობის რკვევა ადამიანებთან ასევე შეიძლება კისტის მიზეზი გახდეს.
გამოსავალი:
შიშები ძირითადად ბავშვურ ასაკს ახასიათებს, მაშასადამე დროა "გაიზარდოთ". გახდით საჭირო ადამიანი. ხომ ცოცხალი ხართ, ღმერთს უყვარხართ - ამაზე დიდი მხარდაჭერა რაღა გინდათ. საკუთარი ძალების უფრო მეტი რწმენა გმართებთ.
4. საშვილოსნოს ყელის ეროზია
მამაკაცებზე განაწყენების შედეგია. ეს შეიძლება ქმარიც იყოს, მამაც და ძმაც. მოლოდინი და მოთხოვნა "მან უნდა..." ასევე "მამაკაცების ბრალით" შექმნილ პრობლემებთან შეურიგებლობა შეიძლება ამ დაავადების ერთ-ერთი მიზეზი გახდეს.
გამოსავალი
"დაანებეთ" კაცებს თავი. მათი ბედის 80%-ს ისედაც ქალები განსაზღვრავენ. თურმე მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაც ქალზეა დამოკიდებული. ამიტომ ზედმეტს ნუ ელით მათგან.
5. მძიმედ მიმდინარე კლიმაქსი
პროცესი მძიმედ მიმდინარეობს იმ ქალებში, ვისაც წლების განმავლობაში დაგროვილი დაღლილობა და კომპლექსები აწუხებს. ვინც საკუთარი ინტერესებისთვის ნაკლებად იცლიდა.
გამოსავალი
თქვენი ასაკი დაბრძენების პერიოდად აღიქვით. მეტად იკონტაქტეთ თქვენი ასაკის ადამიანებთნ. კარგია, თუ შვილიშვილებიც გყავთ - მათი ენერგია გამოგაცოცხლებთ. თქვენ ერთმანეთი ძალიან გჭირდებათ. აუცილებლად შთააგონეთ თავს, რომ დიდხანს იცოცხლებთ. ეს პერიოდი დროებითია, წინ კიდევ ბევრი სიხარულით სავსე წელი გელით.