წვრილმანები, რისგანაც ბავშვური ბედნიერება შედგება, ძალიან ადვილი გასახორციელებელია ბანალური წვრილმანები, რასაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, ბავშვებისთვის შეიძლება ნამდვილ ბედნიერებად იქცეს. პატარების აღქმის უნარი უფრო ემოციური და ფაქიზია, ამიტომ ყველაზე უმნიშვნელო ნაბიჯიც კი მისთვის შეიძლება მთელ აღმოჩენად იქცეს. წვრილმანები, რისგანაც ბავშვური ბედნიერება შედგება, ძალიან ადვილი გასახორციელებელია. ამ 30 "სიკეთის" ჩადენას ბევრი არაფერი სჭირდება, სამაგიეროდ ბავშვის აღტაცებისგან გაბრწყინებული სახე გარატირებული გექნებათ.
1. ყელზე მაკარონისგან ასხმული მძივი ჩამოკიდეთ. უკეთესია თუ ერთად ააგებთ.
2. მოიფიქრეთ თქვენი ოჯახის დევიზი (სლოგანი) - "ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ", "ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ", "ჩვენს სახლში მოწყენილი არავინაა" ან ნებისმიერი მსგავსი თქვენთვის შესაფერისი ფრაზა. ის უნდა შეახსენოთ ხოლმე ბავშვს, როცა უხასიათოდაა ან თავს არც ისე ბედნიერად გრძნობს.
3. გაისეირნეთ ბავშვთან ერთად. არა, კი არ გაიყოლოთ საქმეზე, არამედ სპეციალურად მასთან ერთად სეირნობის მიზნით გადით სახლიდან.
4. ჩუმად ჩაუდეთ სკოლოს ჩანთაში წერილი თბილი სიტყვებით (ან შოკოლადის ნაჭერი). მისთვის ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება.
5. მასთან ერთად ითამაშეთ
6. ზოგჯერ დათანხმდით იმაზე, რასაც ზოგადად უკრძალავთ. და აუხსენით, რომ დღეს საამისოდ განსაკუთრებული დღეა.
7. ატრაქციონებზე მასთან ერთად დაჯექით. გაიხსენეთ, რა არაჩვეულებრივი შეგრძნებაა.
8. შეურიგდით. თუ იჩხუბეთ, აუცილებლად უნდა მოაწყოთ შერიგების სცენა. გულში დარდს ნუ დაუტოვებთ, არ ღირს.
9. თვალები დახუჭეთ მაშინ, როცა დაინახავთ, რომ თავისი ოთახი ნამდვილ სტიქიის ზონად აქცია. თვალდახუჭული გამობრუნდით უკან და ის დღე ხალისიანად გაატარეთ
10. ხშირად ესტუმრეთ ბებოს.
11. ზოგჯერ გუბეებში ტყაპუნის ნება მიეცით. დაე გზაზე ნურცეთ გუბეს ნუ გამოტოვებს. თუნდაც ბოტები არ ეცვათ.
12. დაამზადებინეთ ბარათები. მიეცით ბრჭყვიალა ნამცეცები, ფერადი ფლომასტერები და ერთად დამზადეთ დაბადების დღის ან 8 მარტის ბარათი. თუმცა სრულებით უმიზეზოდაც შეიძლება ამ ბარათების ერთმანეთისთვის მიძღვნა.
13. იყოლიეთ შინაური ცხოველი.
14. დაკითხვა არ მოუწყოთ. დაივიწყეთ შეკითხვა "როგორ ჩაიარა დღემ", თუ ხედავთ, რომ გაბრაზებული ან ძალიან დაღლილი მოვიდა. მერეც მოასწრებთ გაგებას, ამიტომ სულის მოთქმის საშუალება მიეცით
15. შემოიღეთ საკუთარი ტრადიციები: სამშაბათობით და შაბათობით ნამცხვრის დღე, სეზონზე ერთხელ სირბილის ან ველორბოლის მოწყობა, ან რაიმე დღესასწაული მოიფიქრეთ.
16. ჰკითხეთ, რა უნდა თქვენს შვილს რომ გასწავლოთ. პასუხი ძალიან საინტერესოა.
17. ჩაიცვას რაც უნდა. მაგალითად, მთელი კვირის ან თვის განმავლობაში უთხარით, რომ ტანსაცმლის არჩევაში თავისუფალია.
18. ერთხელ გააგონეთ, როგორ ამბობთ მასზე რაღაც ძალიან საქებარსა და აღმატებულს.
19. დაბეჭდეთ ხოლმე თქვენი გადაღებული ფოტოები. მათი თვალიერება სასიამოვნო წუთების გატარების კიდე ერთ მიზეზს მოგცემთ
20. ნუ აჩქარებთ. ზოგჯერ იმიტომ ვერ ასწრებს ვერაფერს, რომ ღელავს თქვენი ფაცა-ფუცის გამო
21. ერთხელ საუზმეზე გულის ფორმის ბლინი ან კექსი დაახვედრეთ
22. მოაწყვეთ სახლში დისკოთეკა. თვეში ერთხელ მგონი არაფერი დაშავდება
23. ჩამოკიდეთ დაფა, სადაც ერთმანეთს შეტყობინებებს დაუტოვეთ და არა მხოლოდ საქმიანს. სიტყვებს "სმაილებიც" მიაყოლეთ.
24. ბალიშებით ბრძოლა ისეთი მხიარული სახეობაა, რომ მასზე უარის თქმა ნამდვილად სანანებელი გაგიხდებათ.
25. მადლობა გადაუხადეთ ნებისმიერი კარგი საქციელისთვის, თუნდაც უბრალოდ, დაცარიელებული ჩაიდნის წყლით ავსება იყოს.
დაიმახსოვრეთ, ბავშვური ბედნიერება ყოველდღიური "გახარებებისგან" შედგება.