ეს ელოდება ყველა ბიჭის დედას! სიმართლე, რომელსაც არ გვეუბნებიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ეს ელოდება ყველა ბიჭის დედას! სიმართლე, რომელსაც არ გვეუბნებიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ყოველი (ან თითქმის ყოველი) ქალი ერთ მშვენიერ დღეს ირგებს ყველაზე მნიშვნელოვან როლს ცხოვრებაში - ხდება დედა. თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ბავშვები გაიზრდებიან და მშობლებს მოუწევთ მათი გაშვება "შორეულ ნაოსნობაში". ჩვენ მოგითხროთ, თუ რა ელის მომავალში ყველა ბიჭის დედას და რატომ არის აუცილებელი ამისთვის მზადყოფნა. მოდით შევხედოთ გვერდიდან ერთი ჩვეულებრივი ბიჭის დედის ცხოვრებას (ძალიან მგრძნობიარეები ნუ წაიკითხავენ, რადგან თავიანთ თავს ამოიცნობენ).
შენ ირჩევ მაღაზიაში ბიჭის კომბინეზონებს, ქუდებს,
ლურჯ სამოსს. აჩენ, ეფერები, კოცნი მის პაწაწინა თითებს და ფუმფულა ლოყებს. შემდეგ უკერავ კურდღლის, ვეფხვის, მეკობრის, კოვბოის კოსტიუმებს, დაგყავს საბავშვო ბაღში, უწმინდავ ცრემლებს, უსმევ იოდს გადატყავებულ მუხლებზე, ღამეებს ათენებ, როდესაც ავადმყოფობს. არ გავიწყდება ძილის წინ საყვარელი ზღაპრის წაკითხვა და მრავალი სხვა.
mshoblebi
ვერ ასწრებ მოხედვას და შენი შვილი უკვე მერხს უზის, შენი დღე იწყება დილით ჩანთის ჩალაგებით და მთავრდება მასწავლებლის ზარით: “რამე მოუხერხეთ თქვენს შვილს, ყველას ურტყამს და სცემს“, ან "ძალიან მოუწესრიგებელი და გაფანტულია, იზრუნეთ ამაზე", ან რაიმე სხვა... შენ ცდილობ, არიგებ, აჩვენებ, რომ უნდა იყოს სამართლიანი, მოწესრიგებული, მამაცი, ჭკვიანი და არ დაჩაგროს მასზე სუსტი. წითლდები მშობელთა კრებაზე, მეასეჯერ პატიობ უკვალოდ გამქრალ დღიურს, გიხარია
მისი წარმატებები სპორტულ შეჯიბრებებზე და თავს უქნევ მეზობლის ქალს: “შენი შვილია დამნაშავე, მან დაიწყო პირველმა!“
უეცრად ამჩნევ, რომ შენი ბიჭი იზრდება არა დღეებით, არამედ საათობით. ხედავ როგორ უპატარავდება ტანსაცმელი, რომელიც სულ ახლახან შეუძინე. რაც უფრო იზრდება, უფრო ნაკლებს საუბრობს შენთან თავის თავზე, ხშირად იკარგება თავის მეგობრებთან ერთად. შენ მტკიცედ ხარ დარწმუნებული, რომ მისი პირველი სიყვარული - ჰორმონების თამაშია და სხვა არაფერი. დრო მიჰქრის და შენ უკვე მაღაზიაში არჩევ არა ლურჯ კომბინეზონს, არამედ ნამდვილ მამაკაცის კოსტიუმს. ცრემლებს ყლაპავ, როდესაც შენი შვილი იღებს ატესტატს, ღამეებს ათენებ, როცა სამსახურს იწყებს. შემდეგ კი შენს სახლში შეუმჩნევლად იწყებს სიარულს ვინმე - გოგონა, შემდეგ - სხვა გოგონა, ამის შემდეგ კიდევ კვლავ პირველი გოგონა, მერე აღარც კი ცდილობ მათი სახელების დამახსოვრებას. სულ მალე მისი ჯგუფელი ანა ისე დასეირნობს შენს სახლში, როგორც საკუთარ ბინაში. აღებს მაცივარს, თითქოს დიდი ხანია შენი ოჯახის წევრი იყოს. ნერვიულობ, გაღიზიანებული ხარ, მაგრამ უსიტყვოდ ითმენ ყველაფერს.
შემდეგ აღმოჩნდება, რომ შენი სიყვარულით ნაყიდი პერანგი თურმე სულაც არ მოსწონს სწორედ იმ ანას. და აი, ერთ მშვენიერ დღეს შენი ბიჭი გამოგიცხადებს, რომ შენთან ცხოვრებას აღარ აპირებს, ის და ანა გადადიან სხვაგან საცხოვრებლად და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ის უკვე მის მომზადებულ ბორშს ჭამს, მის რჩევებს ითვალისწინებს, დადის სტუმრად ანას შერჩეული სამოსით. ტელეფონის ზარს ელოდები დიდ დღესასწაულებზე, ხოლო ვიზიტს - იშვიათად. ისინი არჩევენ მენიუს ოჯახისთვის, ანაწილებენ ოჯახის ბიუჯეტს, შემდეგ კი ყველაფერი სცენარით მიმდინარეობს: შვილიშვილები, საქმეები...
ერთხელაც შედიხარ მის ოთახში, სადაც ძველი სათამაშოებია დარჩენილი და რამდენიმე ფოტო, საიდანაც გიღიმის შენი უკბილო შვიდი წლის ბიჭუნა და ხვდები, რომ არასოდეს აღარ იქნები მისთვის პირველ ადგილზე. შენ თანდათანობით გახდი მის ცხოვრებაში №2 ქალი. რამდენად სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, უნდა შეეგუო და მიიღო ეს ფაქტი. გაიხსენე, შენც ხომ ოდესღაც იყავი ისეთივე ანა, რომელმაც წაართვა დედას შვილი. არსებობს ბრძნული ანდაზა: “ბავშვი - სტუმარია შენს სახლში: აჭამე, აღზარდე და გაუშვი“.
ყველა ბიჭის დედის საყურადღებოდ: მზად იყავით იმისთვის, რომ ერთხელაც თქვენი ბიჭი წავა თქვენგან ანასთან ან სხვასთან (რა მნიშვნელობა აქვს ვისთან), ეს პროცესი კანონზომიერია და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. მთავარი ამოცანა დედისა არის - გაუშვას შვილი წყენის, სინდისის ქენჯნისა და სიძულვილის გარეშე ახალი მისიისთვის. და თუ ბევრი სითბო და სიყვარული აქვს გაცემული, ხანდახან ბიჭი მობრუნდება ხოლმე, თავზე მოეფერება, რჩევას ჰკითხავს და გულსაც გადაუშლის, ისეთ რამეს ეტყვის, რასაც ვერავის გაუმხელს ამქვეყნად, ცოლსაც კი...
101992
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (76)
მირანდა
0
რა ბორრმიანი დედის დაწერილია.პირველი და მეორე ნომერი და გავუშვათ სიძულვილის გარეშე.გყავდეტტ სახლში და უყურეთ მარტოობით როგორ ამოხდება სული.
10:46 / 31-08-2016
მე
0
გოგოს დედას რა იგივე არ ელის? საქართველოში ბიჭის უმეტესობა სახლში მაინც რჩება, გოგო ყველა ვარიანტში მიდის... თუმცა გაუცხოებულ შვილს ჯობია შორიდან უყურო ვდრე ყოველ დღე სახლში და გული გეტკინოს.. ერთადერთი გამოსავალი მაინც სიყვარული მგონია, თუ სიყვარულით და სითბოთი გაზრდი აუცილებლად დაგიბრუნდება, უბრალოდ ჩვენ დედებს პირველობა გვსურს, ის კი გვავიწყდება სიყვარულის დანომვრა რომ არ შეიძლება.. ყველას თავისი ადგილი აქვს ამ ცხოვრებაში
08:16 / 31-08-2016
შორენა
0
ჩემი ბიჭი როცა პატარა იყო ამ ყველაფერზე გააზრებაც კი მიჭირდა რომ ერთ დროს მოვიდოდა ის ანა და შვილს წამართმევდა ....ისეთი ეგოისტი ვხდებოდი ლამის ვფიქრობდი რომ უცოლოდ დავტოვებდი.მაგრამ ეხლა როცა 20 წლის არის ვხედავ რომ მას აღარ ჭირდება დედა იმ დოზით რა დოზითაც ჭირდებოდა ადრე ვხედავ რომ უფრო ბედნიერი მის ვხედავ რომ მისი ბედნიერებისთვის აუცილებელია გამოჩნდეს ანა და ვფიქრობ ღმერთო ბედნიერი ამყოფე ოღონდაც კი ბედნიერი იყოს ოღონდაც კი შეძლებდეს დამოუკიდებლად ცხოვრებას და არ იყოს უუნარო დაე იცხოვროს და იბედნიეროს ,,,მე კი გავიხარებ მისი ბედნიერებით დახმარება შემეძლება და დავეხმარები ....დედებო ნუ გეშინიათ ყველაფერს შეგაგუებთ დრო
00:52 / 31-08-2016
0
ეგრე არ იქნება გოგოს დედაც? რა სისულელეა! შვილი, გინდა ბიჭი იყოს და გინდა გოგო, საკუთრება არაა! თუ დედა ეგოისტია და შვილისგან მარადიულად "დედიკოს შვილობას" ითხოვს ეს მათი პრობლემაა. რაც შეეხება სიდედრ-დედამთილობას, თუ არ ხარ ეგოისტი და გამოდიხარ იქიდან, რომ შვილი უნდა იყოს ბედნიერი, მაგრამ არა მაინცდამაინც შენი კაბის კალთაზე მოკერებული, ყველაფერი გამარტივდება. "ვიღაც ანაც (ვანოც)" გახდება არა "ვიღაც", არამედ "მისი საყვარელი ადამიანი ანა(ვანო)"
23:14 / 30-08-2016
მარი
0
უკვე ვდარდობ ამ ყველაფერზე და აქედანვე ვიწყებს ზრუნვას რომ ამ აზრს შევეგუო.მაგრამ ყველა ანა ერთნაირი არაა.ზოგი ისე კაი ანა აღმოჩნდება შეიძლება შვილზე მეტი პატივი გცეს.ჩემი აზრით ეს აღზრდის დამსახურებაა და ორივე მხარის დაფიქრებული ნაბიჯების გადადგმა და ურთიერთ პატივისცემაა.ამ შემთხვევაში არც ანი და არც ბანი არ მოინდომებს ცალკე გადასვლას.და თუ მოინდომებენ მაინც მთავარია ბედნიერები იყვნენ ჩემი შვილები და ჯანმრთელები.შვილისთვის დედა მაინც დედაა და ცოლი ცოლია.
19:05 / 20-03-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?