ეს ელოდება ყველა ბიჭის დედას! სიმართლე, რომელსაც არ გვეუბნებიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ეს ელოდება ყველა ბიჭის დედას! სიმართლე, რომელსაც არ გვეუბნებიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ყოველი (ან თითქმის ყოველი) ქალი ერთ მშვენიერ დღეს ირგებს ყველაზე მნიშვნელოვან როლს ცხოვრებაში - ხდება დედა. თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ბავშვები გაიზრდებიან და მშობლებს მოუწევთ მათი გაშვება "შორეულ ნაოსნობაში". ჩვენ მოგითხროთ, თუ რა ელის მომავალში ყველა ბიჭის დედას და რატომ არის აუცილებელი ამისთვის მზადყოფნა. მოდით შევხედოთ გვერდიდან ერთი ჩვეულებრივი ბიჭის დედის ცხოვრებას (ძალიან მგრძნობიარეები ნუ წაიკითხავენ, რადგან თავიანთ თავს ამოიცნობენ).
შენ ირჩევ მაღაზიაში ბიჭის კომბინეზონებს, ქუდებს,
ლურჯ სამოსს. აჩენ, ეფერები, კოცნი მის პაწაწინა თითებს და ფუმფულა ლოყებს. შემდეგ უკერავ კურდღლის, ვეფხვის, მეკობრის, კოვბოის კოსტიუმებს, დაგყავს საბავშვო ბაღში, უწმინდავ ცრემლებს, უსმევ იოდს გადატყავებულ მუხლებზე, ღამეებს ათენებ, როდესაც ავადმყოფობს. არ გავიწყდება ძილის წინ საყვარელი ზღაპრის წაკითხვა და მრავალი სხვა.
mshoblebi
ვერ ასწრებ მოხედვას და შენი შვილი უკვე მერხს უზის, შენი დღე იწყება დილით ჩანთის ჩალაგებით და მთავრდება მასწავლებლის ზარით: “რამე მოუხერხეთ თქვენს შვილს, ყველას ურტყამს და სცემს“, ან "ძალიან მოუწესრიგებელი და გაფანტულია, იზრუნეთ ამაზე", ან რაიმე სხვა... შენ ცდილობ, არიგებ, აჩვენებ, რომ უნდა იყოს სამართლიანი, მოწესრიგებული, მამაცი, ჭკვიანი და არ დაჩაგროს მასზე სუსტი. წითლდები მშობელთა კრებაზე, მეასეჯერ პატიობ უკვალოდ გამქრალ დღიურს, გიხარია
მისი წარმატებები სპორტულ შეჯიბრებებზე და თავს უქნევ მეზობლის ქალს: “შენი შვილია დამნაშავე, მან დაიწყო პირველმა!“
უეცრად ამჩნევ, რომ შენი ბიჭი იზრდება არა დღეებით, არამედ საათობით. ხედავ როგორ უპატარავდება ტანსაცმელი, რომელიც სულ ახლახან შეუძინე. რაც უფრო იზრდება, უფრო ნაკლებს საუბრობს შენთან თავის თავზე, ხშირად იკარგება თავის მეგობრებთან ერთად. შენ მტკიცედ ხარ დარწმუნებული, რომ მისი პირველი სიყვარული - ჰორმონების თამაშია და სხვა არაფერი. დრო მიჰქრის და შენ უკვე მაღაზიაში არჩევ არა ლურჯ კომბინეზონს, არამედ ნამდვილ მამაკაცის კოსტიუმს. ცრემლებს ყლაპავ, როდესაც შენი შვილი იღებს ატესტატს, ღამეებს ათენებ, როცა სამსახურს იწყებს. შემდეგ კი შენს სახლში შეუმჩნევლად იწყებს სიარულს ვინმე - გოგონა, შემდეგ - სხვა გოგონა, ამის შემდეგ კიდევ კვლავ პირველი გოგონა, მერე აღარც კი ცდილობ მათი სახელების დამახსოვრებას. სულ მალე მისი ჯგუფელი ანა ისე დასეირნობს შენს სახლში, როგორც საკუთარ ბინაში. აღებს მაცივარს, თითქოს დიდი ხანია შენი ოჯახის წევრი იყოს. ნერვიულობ, გაღიზიანებული ხარ, მაგრამ უსიტყვოდ ითმენ ყველაფერს.
შემდეგ აღმოჩნდება, რომ შენი სიყვარულით ნაყიდი პერანგი თურმე სულაც არ მოსწონს სწორედ იმ ანას. და აი, ერთ მშვენიერ დღეს შენი ბიჭი გამოგიცხადებს, რომ შენთან ცხოვრებას აღარ აპირებს, ის და ანა გადადიან სხვაგან საცხოვრებლად და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ის უკვე მის მომზადებულ ბორშს ჭამს, მის რჩევებს ითვალისწინებს, დადის სტუმრად ანას შერჩეული სამოსით. ტელეფონის ზარს ელოდები დიდ დღესასწაულებზე, ხოლო ვიზიტს - იშვიათად. ისინი არჩევენ მენიუს ოჯახისთვის, ანაწილებენ ოჯახის ბიუჯეტს, შემდეგ კი ყველაფერი სცენარით მიმდინარეობს: შვილიშვილები, საქმეები...
ერთხელაც შედიხარ მის ოთახში, სადაც ძველი სათამაშოებია დარჩენილი და რამდენიმე ფოტო, საიდანაც გიღიმის შენი უკბილო შვიდი წლის ბიჭუნა და ხვდები, რომ არასოდეს აღარ იქნები მისთვის პირველ ადგილზე. შენ თანდათანობით გახდი მის ცხოვრებაში №2 ქალი. რამდენად სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, უნდა შეეგუო და მიიღო ეს ფაქტი. გაიხსენე, შენც ხომ ოდესღაც იყავი ისეთივე ანა, რომელმაც წაართვა დედას შვილი. არსებობს ბრძნული ანდაზა: “ბავშვი - სტუმარია შენს სახლში: აჭამე, აღზარდე და გაუშვი“.
ყველა ბიჭის დედის საყურადღებოდ: მზად იყავით იმისთვის, რომ ერთხელაც თქვენი ბიჭი წავა თქვენგან ანასთან ან სხვასთან (რა მნიშვნელობა აქვს ვისთან), ეს პროცესი კანონზომიერია და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. მთავარი ამოცანა დედისა არის - გაუშვას შვილი წყენის, სინდისის ქენჯნისა და სიძულვილის გარეშე ახალი მისიისთვის. და თუ ბევრი სითბო და სიყვარული აქვს გაცემული, ხანდახან ბიჭი მობრუნდება ხოლმე, თავზე მოეფერება, რჩევას ჰკითხავს და გულსაც გადაუშლის, ისეთ რამეს ეტყვის, რასაც ვერავის გაუმხელს ამქვეყნად, ცოლსაც კი...
102004
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (76)
თიკო
0
ჯერ 1 წლის მყავს ჩემი პატარა,მაგრამ რაღაცნაირად მაინც იმოქმედა ამ სტატიამ ჩემზე:( ცოტა დავითრგუნე,ღამეები არ მძინავს,მას ვუთენებ,ძუძს ვაჭმევ,გულში ვიკრავ დღე და ღამ და ვაიმეე ვიღაც ანა რომ წამართმევს გული საშინლად მომიკვდება :( :(
21:55 / 12-10-2015
ელზა
0
ესაა ბედნიერე აბა რა! შვილი " ანას" რომ მოგიყვანს რძლად და არა " ტრიფონას" :) და ესაა ბუნების კანონი. ეს სტატია კი ისეთი დედის დაწერილია საკუთარი პირადი ცხოვრება, ანუ ქმარი რომ არ ჰყავს და 40 წლის კაცი ისევ აღუა, ფუნჩულა შვილი რომ ჰგონია. აცალეთ ხალხს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება და ნუ გყავთ გამოკერილი კაბის ქვეშ. თქვენი ცხოვრებით იცხოვრეთ დედებო და ნუ გადაამლაშებთ შვილებთან ურთიერთობებში!
20:48 / 12-10-2015
თამარი
0
რა თქმა უნდა , აუცილბლად ძალიან უნდა უყვარდეს ცოლი, შცილი, გავუშვი კიდეც ცალკე და უფალს მათ ბედნიერებას შევთხოვ, მაგრამ..... სიძნელე სხვა რამეშია, თავს ზედმეტ, უფუნქციო ადამიანად მივიჩნევ, რომელიც უკვე სიკვდილის მოლოდინშია, საღამოს ცარიელი სახლი, რომელსაც შვილიშვილის ტიკტიკი არ ავსებს, ასეთ სიცოცხლეს რა აზრი აქვს, სიკვდილი მენატრება, ღმერთმა კი ბედნიერი ამყოფოს ჩემი ბიჭი, ამას ხმამაღლა როგორ ვეტყვი და გულს ვატკენ!
14:12 / 12-10-2015
nana
0
ეს ბუნებრივი მოვლენაა აბსოლუტურად.. გაიზრდება შვილი და თავისი ცხოვრება ექნება, ეყოლება ცოლი, შვილები.. ძალიან მინდა რომ ბედნიერი იყოს ჩემი ბიჭი და რა მნიშვნელობა აქვს სად იცხოვრებს, ცოლი მისთვის პირველ ადგილზე იქნება და მე ეს საერთოდ არ მაფიქრებს. პატივისცემით...:)))
13:48 / 12-10-2015
თამარი
0
ეგოისტი დედის დაწერილია ეს სტატია ;) ჯანსაღად მოაზროვნე დედა მსგავსი "პრობემების" წინაშე არ დადგება . და კიდევ ერთი : არ აქვს მნიშვნელობა ბიჭი გყავს თუ გოგო, ორივე შემთხვევაში ერთნაირად გტკივა და გიხარია.
12:08 / 12-10-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?