ეს ელოდება ყველა ბიჭის დედას! სიმართლე, რომელსაც არ გვეუბნებიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ეს ელოდება ყველა ბიჭის დედას! სიმართლე, რომელსაც არ გვეუბნებიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე
ყოველი (ან თითქმის ყოველი) ქალი ერთ მშვენიერ დღეს ირგებს ყველაზე მნიშვნელოვან როლს ცხოვრებაში - ხდება დედა. თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ბავშვები გაიზრდებიან და მშობლებს მოუწევთ მათი გაშვება "შორეულ ნაოსნობაში". ჩვენ მოგითხროთ, თუ რა ელის მომავალში ყველა ბიჭის დედას და რატომ არის აუცილებელი ამისთვის მზადყოფნა. მოდით შევხედოთ გვერდიდან ერთი ჩვეულებრივი ბიჭის დედის ცხოვრებას (ძალიან მგრძნობიარეები ნუ წაიკითხავენ, რადგან თავიანთ თავს ამოიცნობენ).
შენ ირჩევ მაღაზიაში ბიჭის კომბინეზონებს, ქუდებს,
ლურჯ სამოსს. აჩენ, ეფერები, კოცნი მის პაწაწინა თითებს და ფუმფულა ლოყებს. შემდეგ უკერავ კურდღლის, ვეფხვის, მეკობრის, კოვბოის კოსტიუმებს, დაგყავს საბავშვო ბაღში, უწმინდავ ცრემლებს, უსმევ იოდს გადატყავებულ მუხლებზე, ღამეებს ათენებ, როდესაც ავადმყოფობს. არ გავიწყდება ძილის წინ საყვარელი ზღაპრის წაკითხვა და მრავალი სხვა.
mshoblebi
ვერ ასწრებ მოხედვას და შენი შვილი უკვე მერხს უზის, შენი დღე იწყება დილით ჩანთის ჩალაგებით და მთავრდება მასწავლებლის ზარით: “რამე მოუხერხეთ თქვენს შვილს, ყველას ურტყამს და სცემს“, ან "ძალიან მოუწესრიგებელი და გაფანტულია, იზრუნეთ ამაზე", ან რაიმე სხვა... შენ ცდილობ, არიგებ, აჩვენებ, რომ უნდა იყოს სამართლიანი, მოწესრიგებული, მამაცი, ჭკვიანი და არ დაჩაგროს მასზე სუსტი. წითლდები მშობელთა კრებაზე, მეასეჯერ პატიობ უკვალოდ გამქრალ დღიურს, გიხარია
მისი წარმატებები სპორტულ შეჯიბრებებზე და თავს უქნევ მეზობლის ქალს: “შენი შვილია დამნაშავე, მან დაიწყო პირველმა!“
უეცრად ამჩნევ, რომ შენი ბიჭი იზრდება არა დღეებით, არამედ საათობით. ხედავ როგორ უპატარავდება ტანსაცმელი, რომელიც სულ ახლახან შეუძინე. რაც უფრო იზრდება, უფრო ნაკლებს საუბრობს შენთან თავის თავზე, ხშირად იკარგება თავის მეგობრებთან ერთად. შენ მტკიცედ ხარ დარწმუნებული, რომ მისი პირველი სიყვარული - ჰორმონების თამაშია და სხვა არაფერი. დრო მიჰქრის და შენ უკვე მაღაზიაში არჩევ არა ლურჯ კომბინეზონს, არამედ ნამდვილ მამაკაცის კოსტიუმს. ცრემლებს ყლაპავ, როდესაც შენი შვილი იღებს ატესტატს, ღამეებს ათენებ, როცა სამსახურს იწყებს. შემდეგ კი შენს სახლში შეუმჩნევლად იწყებს სიარულს ვინმე - გოგონა, შემდეგ - სხვა გოგონა, ამის შემდეგ კიდევ კვლავ პირველი გოგონა, მერე აღარც კი ცდილობ მათი სახელების დამახსოვრებას. სულ მალე მისი ჯგუფელი ანა ისე დასეირნობს შენს სახლში, როგორც საკუთარ ბინაში. აღებს მაცივარს, თითქოს დიდი ხანია შენი ოჯახის წევრი იყოს. ნერვიულობ, გაღიზიანებული ხარ, მაგრამ უსიტყვოდ ითმენ ყველაფერს.
შემდეგ აღმოჩნდება, რომ შენი სიყვარულით ნაყიდი პერანგი თურმე სულაც არ მოსწონს სწორედ იმ ანას. და აი, ერთ მშვენიერ დღეს შენი ბიჭი გამოგიცხადებს, რომ შენთან ცხოვრებას აღარ აპირებს, ის და ანა გადადიან სხვაგან საცხოვრებლად და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ის უკვე მის მომზადებულ ბორშს ჭამს, მის რჩევებს ითვალისწინებს, დადის სტუმრად ანას შერჩეული სამოსით. ტელეფონის ზარს ელოდები დიდ დღესასწაულებზე, ხოლო ვიზიტს - იშვიათად. ისინი არჩევენ მენიუს ოჯახისთვის, ანაწილებენ ოჯახის ბიუჯეტს, შემდეგ კი ყველაფერი სცენარით მიმდინარეობს: შვილიშვილები, საქმეები...
ერთხელაც შედიხარ მის ოთახში, სადაც ძველი სათამაშოებია დარჩენილი და რამდენიმე ფოტო, საიდანაც გიღიმის შენი უკბილო შვიდი წლის ბიჭუნა და ხვდები, რომ არასოდეს აღარ იქნები მისთვის პირველ ადგილზე. შენ თანდათანობით გახდი მის ცხოვრებაში №2 ქალი. რამდენად სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, უნდა შეეგუო და მიიღო ეს ფაქტი. გაიხსენე, შენც ხომ ოდესღაც იყავი ისეთივე ანა, რომელმაც წაართვა დედას შვილი. არსებობს ბრძნული ანდაზა: “ბავშვი - სტუმარია შენს სახლში: აჭამე, აღზარდე და გაუშვი“.
ყველა ბიჭის დედის საყურადღებოდ: მზად იყავით იმისთვის, რომ ერთხელაც თქვენი ბიჭი წავა თქვენგან ანასთან ან სხვასთან (რა მნიშვნელობა აქვს ვისთან), ეს პროცესი კანონზომიერია და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. მთავარი ამოცანა დედისა არის - გაუშვას შვილი წყენის, სინდისის ქენჯნისა და სიძულვილის გარეშე ახალი მისიისთვის. და თუ ბევრი სითბო და სიყვარული აქვს გაცემული, ხანდახან ბიჭი მობრუნდება ხოლმე, თავზე მოეფერება, რჩევას ჰკითხავს და გულსაც გადაუშლის, ისეთ რამეს ეტყვის, რასაც ვერავის გაუმხელს ამქვეყნად, ცოლსაც კი...
101992
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (76)
nana
0
იდიოტიზმია ეს სტატია, დედას თავისი ადგილი აქვს და ცოლს თავისი, გოგონებს არ უშვებენ სახლიდან? გოგო თხოვდება და მიდის, სხვა ოჯახში ცხოვრობს, მაშინ გოგონების დედებმა რაღა ქნან? "ლამაზად შვილის გამზრდელიო"... გახსოვთ ალბათ ყველას, ესაა მთავარი ორივე შემთხვევაში.
11:52 / 12-10-2015
maiko
0
ვერ ვხვდები რაღაცეებს,ნუთუ ზოგიერთი დედისთვის ისაა იდეაფიქსი რომ იყოს ნომერი პირველი ქალი შვილის ცხოვრებაში?დედაა დედაა და ყოველთვის დედად დარჩება,ცოლი კიდევ სხვა თემაა,მისი მეორე ნახევარი(საუკეთესო შემთვევას ვგულისხმობ),ჩვენ წამოვედით ოჯახისგან ერთ დროს,ისინიც წავლენ ,რაა ამაში გასაკვირი?ეს ნგონი მარტო ქართველ დედებზეა ნათქვამი:) საზღვარგარეთ ვცხოვრობ,ესეთი რამე ვუთხარი მეზობლის ქალს და გაუკვირდაა,აბა 18წლის შვილი ჩემთან რატო უნდა ცხოვრობდესო?:)
11:29 / 12-10-2015
Lukas dediko
0
ეს სტატია არის ეგოისტი დედებისთვის და ძალიან ვწუხვარ, რომ მე ვარ ეს დედა. ძალიან მძიმე წასაკითხი იყო, იმიტომ, რომ თითოეული ფრაზა განვიცადე. ჩემი დედამთილი არამგონია ასეთ სტრესსში ჩავარდნილიყო, რადგან არასდროს დაუუთოვებია თავისი შვილის ტანსაცმელი, არასდროს მოუმზადებია ცხელი სადილი, ბაღშიც არ უვლია ჩემ ქმარს, ისეთი ბავშვი იყო მუხლებსაც არ იტყავებდა, საერთოდაც ძიძამ და ბებიამ გაზარდეს, პერანგებიც სხვისი გამონაცვალი ეცვა, სახლშიც არავინ ამოჰყავდა, საცოლეებსაც თვითონ ურჩევდა, არც ჩვენ გადავსულვართ ცალკე საცხოვრებლად, პირიქით, სულ გვეკითხება როდის გადავალთ და დღემდე მისი სიტყვა კანონია ყველასთის :))))) ასეთ შემთხვევაში როგორია დედის მდგომარეობა?
10:33 / 12-10-2015
ნინო
0
მე უფრო ვფიქრობ ამ სტატიის ავტორს პრობლემა აქვს დედამთილთან და უუნარო ქმართან:))))) გეთანხმებით შილისთვის უნდა იყო N 1 დედა და არა N1 ქალიი:))
10:30 / 12-10-2015
0
მსგავსი სულელური სტატია არ წამიკითხავს არასდროს....
09:33 / 12-10-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?