შენ ირჩევ მაღაზიაში ბიჭის კომბინეზონებს, ქუდებს, ლურჯ სამოსს. აჩენ, ეფერები, კოცნი მის პაწაწინა თითებს და ფუმფულა

ვერ ასწრებ მოხედვას და შენი შვილი უკვე მერხს უზის, შენი დღე იწყება დილით ჩანთის ჩალაგებით და მთავრდება მასწავლებლის ზარით: “რამე მოუხერხეთ თქვენს შვილს, ყველას ურტყამს და სცემს“, ან "ძალიან მოუწესრიგებელი და გაფანტულია, იზრუნეთ ამაზე", ან რაიმე სხვა... შენ ცდილობ, არიგებ, აჩვენებ, რომ უნდა იყოს სამართლიანი, მოწესრიგებული, მამაცი, ჭკვიანი და არ დაჩაგროს მასზე სუსტი. წითლდები მშობელთა კრებაზე, მეასეჯერ პატიობ უკვალოდ გამქრალ დღიურს, გიხარია მისი წარმატებები სპორტულ შეჯიბრებებზე და თავს უქნევ მეზობლის ქალს: “შენი შვილია დამნაშავე,
უეცრად ამჩნევ, რომ შენი ბიჭი იზრდება არა დღეებით, არამედ საათობით. ხედავ როგორ უპატარავდება ტანსაცმელი, რომელიც სულ ახლახან შეუძინე. რაც უფრო იზრდება, უფრო ნაკლებს საუბრობს შენთან თავის თავზე, ხშირად იკარგება თავის მეგობრებთან ერთად. შენ მტკიცედ ხარ დარწმუნებული, რომ მისი პირველი სიყვარული - ჰორმონების თამაშია და სხვა არაფერი. დრო მიჰქრის და შენ უკვე მაღაზიაში არჩევ არა ლურჯ კომბინეზონს, არამედ ნამდვილ მამაკაცის კოსტიუმს. ცრემლებს ყლაპავ, როდესაც შენი შვილი იღებს ატესტატს, ღამეებს ათენებ, როცა სამსახურს იწყებს. შემდეგ კი შენს სახლში შეუმჩნევლად იწყებს სიარულს ვინმე - გოგონა, შემდეგ - სხვა გოგონა, ამის შემდეგ კიდევ კვლავ პირველი გოგონა, მერე აღარც კი ცდილობ მათი სახელების დამახსოვრებას. სულ მალე მისი ჯგუფელი ანა ისე დასეირნობს შენს სახლში, როგორც საკუთარ ბინაში. აღებს მაცივარს, თითქოს დიდი ხანია შენი ოჯახის წევრი იყოს. ნერვიულობ, გაღიზიანებული ხარ, მაგრამ უსიტყვოდ ითმენ ყველაფერს.
შემდეგ აღმოჩნდება, რომ შენი სიყვარულით ნაყიდი პერანგი თურმე სულაც არ მოსწონს სწორედ იმ ანას. და აი, ერთ მშვენიერ დღეს შენი ბიჭი გამოგიცხადებს, რომ შენთან ცხოვრებას აღარ აპირებს, ის და ანა გადადიან სხვაგან საცხოვრებლად და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ის უკვე მის მომზადებულ ბორშს ჭამს, მის რჩევებს ითვალისწინებს, დადის სტუმრად ანას შერჩეული სამოსით. ტელეფონის ზარს ელოდები დიდ დღესასწაულებზე, ხოლო ვიზიტს - იშვიათად. ისინი არჩევენ მენიუს ოჯახისთვის, ანაწილებენ ოჯახის ბიუჯეტს, შემდეგ კი ყველაფერი სცენარით მიმდინარეობს: შვილიშვილები, საქმეები...
ერთხელაც შედიხარ მის ოთახში, სადაც ძველი სათამაშოებია დარჩენილი და რამდენიმე ფოტო, საიდანაც გიღიმის შენი უკბილო შვიდი წლის ბიჭუნა და ხვდები, რომ არასოდეს აღარ იქნები მისთვის პირველ ადგილზე. შენ თანდათანობით გახდი მის ცხოვრებაში №2 ქალი. რამდენად სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი, უნდა შეეგუო და მიიღო ეს ფაქტი. გაიხსენე, შენც ხომ ოდესღაც იყავი ისეთივე ანა, რომელმაც წაართვა დედას შვილი. არსებობს ბრძნული ანდაზა: “ბავშვი - სტუმარია შენს სახლში: აჭამე, აღზარდე და გაუშვი“.
ყველა ბიჭის დედის საყურადღებოდ: მზად იყავით იმისთვის, რომ ერთხელაც თქვენი ბიჭი წავა თქვენგან ანასთან ან სხვასთან (რა მნიშვნელობა აქვს ვისთან), ეს პროცესი კანონზომიერია და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. მთავარი ამოცანა დედისა არის - გაუშვას შვილი წყენის, სინდისის ქენჯნისა და სიძულვილის გარეშე ახალი მისიისთვის. და თუ ბევრი სითბო და სიყვარული აქვს გაცემული, ხანდახან ბიჭი მობრუნდება ხოლმე, თავზე მოეფერება, რჩევას ჰკითხავს და გულსაც გადაუშლის, ისეთ რამეს ეტყვის, რასაც ვერავის გაუმხელს ამქვეყნად, ცოლსაც კი...