დედების სალონიახალი ამბები
კვირას დაბადებულები ყველაზე ბედნიერები არიან - რომელ დღეს დაიბადა თქვენი შვილი?
კვირას დაბადებულები ყველაზე ბედნიერები არიან - რომელ დღეს დაიბადა თქვენი შვილი?
ორშაბათი (მთვარის მფარველობის ქვეშ) - ამ დღეს დაბადებულები ალერსიანები, მგრძნობიარენი და ძალიან გულისხმიერნი არიან, მაგრამ იმავდროულად კაპრიზულები და ჯიუტები, იოლად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ, განსაკუთრებით - უარყოფითი კუთხით. აქვთ ცვალებადი ხასიათი და ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა. უყვართ კარგად ჭამა, დიდ ინტერესს იჩენენ კერძების მზადების მიმართ. ისინი კარგი მზარეულები გამოდიან.

სამშაბათი (მარსის მფარველობის ქვეშ) - ენერგიულები, ფიცხები, ამოუცნობები არიან, უყვართ მბრძანებლობა და მძაფრი შტაბეჭდილებები. მტკიცე ხასიათი აქვთ და ხანდახან ცოტა მეომრებიც არიან.

ოთხშაბათი (მერკურის მფარველობის ქვეშ) - ამ დღეს დაბადებულნი ძალიან აქტიურები
არიან ცხოვრებაშიც და სიყვარულშიც. ახასიათებთ
ცოტა ქარაფშუტობა და მოქნილი ტვინი. საკმაოდ ენამოსწრებულები არიან. ბევრი რამ შეუძლიათ აკეთონ, თუმცა ყველაზე უკეთ ხელმარჯვეობა ეხერხებათ.

ხუთშაბათი (იუპიტერის მმართველობის ქვეშ) - ცდილობენ, ყოველთვის სამართლიანები იყვნენ, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას იწვევენ, თუმცა ხანდახან აუტანლებიც ხდებიან, ავანტიურიზმისკენაც ისწრაფვიან. ჩვეულებრივ სიახლეებს მშვიდად და ცოტა გულგრილადაც კი ხვდებიან, თუმცა ძალიან უყვართ მოგზაურობა ახალი შთაბეჭდილებების საძიებლად.

პარასკევი (ვენერას მფარველობის ქვეშ) - მომხიბვლელი ადამიანები არიან, ალერსიანები და ნაზები. მთელი ცხოვრება შეუძლიათ ფლირტაობა და შეყვარება. ძალიან ზრუნავენ თავიანთ გარეგნობასა და სილამაზეზე. საკმაოდ სწრაფად ირჩევენ სამსახურს ხელოვნების სფეროში.

შაბათი (სატურნის მფარველობის ქვეშ) - სერიოზულად აღიქვამენ ყველაფერს, რაც ხდება არა მხოლოდ მათ შინაგან სამყაროში, არამედ გარშემოც. მათი ნდობა, მათზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება, ის არასდროს უმუხთლებს ვინმეს და არც უბედობაში მიატოვებს. მისგან ყოველთვის გექნებათ დახმარების იმედი. ეს ადამიანები კარგი მეცნიერები, მასწავლებლები ან ფილოსოფოსები გამოდიან.

კვირა (მზის მფარველობის ქვეშ) - სტატისტიკის თანახმად, კვირას დაბადაბულები ყველაზე ბედნიერები არიან. ისინი გამოირჩევიან შემოქმედებითი მიდგომით ყველაფრისადმი, რასაც ხელს მოკიდებენ და თითქმის ყველაფერი გამოსდით.


ბეჭდვა