მცდელობა, შეცვალო ადამიანები შენ გარშემო, არის ყველაზე მარტივი გზა იმედგაცრუებისკენ როგორ შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება? ამ კითხვით ბევრი ქალი მიმართავს საკუთარ თავს. მათი უმრავლესობა ივიწყებს ქალურ საწყისს, დღეები კი გარბის საოჯახო საქმეებსა და დამღლელ სამსახურში. ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც ნელ-ნელა შეცვლიან სამყაროს თქვენ გარშემო. ეს რჩევები თუ თქვენი ჩვევები გახდება, ნამდვილად მიიღებთ ბედნიერებას ამ ცხოვრებისგან.
1. დაიწყე დღე მადლობით, უფალს შესწირე მადლობა იმისთვის, რაც გაქვს;
2. ადექი ადრე;
3. დალიე ბევრი წყალი;
4. მიიღე კონტრასტული შხაპი;
5. დაგეგმე დღე;
6. დაისახე მიზანი, ოღონდ არ მიეჯაჭვო მას;
7. აპატიე მეგობრებს და მტრებს;
8. დღეში მინიმუმ 15 წუთი გაატარე სუფთა ჰაერზე, უკეთესია, თუ გარეთ ყოფნას 30-60 წუთს დაუთმობ;
9. ჭამის შემდეგ არ მიიღო სითხე;
10. თავი აარიდე ნეგატიურ გარემოს;
11. თუ მაინც მოხვდი ცუდ გარემოში, ისწავლე თუ როგორი არ უნდა იყო;
12. იყავი მართალი საკუთარ ოცნებაში;
13. გარშემო შემოიკრიბე ღირსეული ადამიანები, რომლებიც ხელს შეგიწყობენ თვითრეალიზაციაში;
14. ყოველდღიურად დაკავდი სპორტით;
15. კრიზისის პერიოდში შეასრულე პროგრამა მინიმუმი;
16. ისწავლე პროფესიონალი მასწავლებლისგან, რომელსაც შეუძლია შენი პროფესიონალური ზრდა;
17. იმუშავე და მიიღე სიამოვნება;
18. შეიძლება სამსახური არ მოგწონს, მაგრამ თუ ის აუცილებელია კარიერული ზრდისთვის და მიჰყავხარ მიზანთან, განაგრძე მუშაობა;
19. თუ სამსახური არ მოგწონს და მას არ მიჰყავხარ შენს მიზანთან, წამოდი იქიდან;
20. გჯეროდეს საკუთარი თავის;
21. დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად და ღრმად ისუნთქე;
22. ილოცე ყოველდღე;
23. მუდმივად განაახლე სიმღერების კრებული, მოუსმინე მათ, როდესაც დაგჭირდება ენერგიის აღდგენა;
24. ყველა სფეროში საუკეთესო მასწავლებელი მოძებნე და ისწავლე მათგან;
25.შემოსავლის 10% დახარჯე ქველმოქმედებაში.
26. ნუ დაიშურებ შექებას , განსაკუთრებით საკუთარი გუნდისთვის;
27. იყავი ემოციური შექების დროს და დელიკატური- კრიტიკის დროს;
28. გახსოვდეს, როგორი კარგი საქმეც არ უნდა გააკეთო, ვიღაც ყოველთვის იქნება უკმაყოფილო. ამას ვერ გაექცევი;
29. წარმატების დროს დააფასე გამარჯვება. მარცხის დროს კი - გამოცდილება;
30. ხანდახან მიეცი თავს უფლება მოიქცე ბავშვივით;
31. გახსოვდეს, პირველ რიგში რა უნდა გააკეთო;
32. ხშირად იხელმძღვანელე პრინციპით „ორი ერთში. “ მაგალითად დაკავდით სპორტით და ამავდროულად უსმინეთ აუდიოწიგნებს;
33. თუ გინდა, რომ მიიღო სიამოვნება მუშაობისგან, იფიქრე მხოლოდ შედეგზე და არა იმაზე, რამდენს გამოიმუშავებ მთლიანად;
34. ნუ შეგეშინდება დაბრკოლებების - იარე მხოლოდ წინ;
35. გახსოვდეს! რომ გახდე პროფესიონალი ნებისმიერ საქმეში, საჭიროა მინიმუმ 10 ათასი საათი მუშაობა.
36. ყოველდღიურ პატარა წინსვლას მიჰყავხართ მასშტაბურ წარმატებასთან;
37. მიესალმე და გაუღიმე ადამიანებს პირველმა. მხოლოდ ძლიერ და წარმატებულ ადამიანს შეუძლია პირველმა გამოხატოს კეთილგანწყობა;
38.ერთადერთი ღირსეული სტანდარტი - არის საუკეთესო!
39. დელიკატურად დაემშვიდობე იმ ადამიანებს, რომლებიც არ გიწყობენ ხელს შენი პოტენციალის რეალიზებაში;
40. შენი ახლობლები გიყვარდეს და მიიღე ისეთები, როგორებიც არიან. ისინი, დიდი ალბათობით, აღარ შეიცვლებიან;
41. არასდროს ეცადო ვინმე შეცვალო. მცდელობა, შეცვალო ადამიანები შენ გარშემო, არის ყველაზე მარტივი გზა იმედგაცრუებისკენ;
42. შთაგონება ცხოვრების სწორი წესიდან მოდის;
43. რაც უფრო ცუდად იკვებები და რაც უფრო ნაკლებად მოძრაობ, მით ნაკლები სურვილი გექნება მუშაობის;
44. იყავი „ლიფტი“ გარშემო მყოფთათვის. აწიე ისინი;
45. კრიტიკას გაგებით შეხვდი იმ არარეალიზებული ადამიანებისგან, რომელთაც სიამოვნებას ანიჭებს სხვის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა.
46. თუ ადამიანი, რომელიც გაკრიტიკებს, არის კვალიფიციური და გულიდან ლაპარაკობს, მიიღე ეს კრიტიკა. დაე, ის დაგეხმაროს გახდე უკეთესი, ვიდრე ხარ.
47. ის რაც შენი ცხოვრების წარსულში იყო და ის, რაც მომავალში გელის, არის სარკისებური ანარეკლი იმისა, თუ როგორ ცხოვრობ დღეს.
48. მოტივაცია გულიდან უნდა მოდიოდეს. თუ არ გაქვს მოტივაცია, მიზეზი შეიძლება იყოს ორი: ან არ გაქვს ენერგია, ან ეს საქმე არ არის ის, რაც შენ უნდა აკეთო;
49. არასდროს მიიღო სერიოზული გადაწყვეტილება, როდესაც ცუდ ხასიათზე ხარ;
50. წაიკითხე წერილები ელ ფოსტაზე, ტვიტერსა და ფეისბუქზე მაქსიმუმ 2-ჯერ დღეში;
51.სიტყვა ანგრევს და სიტყვა აშენებს. შეარჩიე სიყვარულით თითოეული სიტყვა;
52. გიყვარდეს ადამიანი, ნიშნავს დაეხმარო მას საკუთარი თავის რეალიზებაში.
53. ხანდახან დატკბი მარტოობით;
54. არასოდეს არ არის გვიან ახალი საქმის დაწყება. დაიწყე ძებნა და აუცილებლად მიაგნებ შენთვის საიტერესო ჰობის, რომელიც გაგიფართოვებს თვალსაწიერს;
55. შესაძლებლობა და უნარი დაეხმარო სხვას საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში - არის ყველაზე დიდი ადამიანური ჯილდო;
56. აწარმოე წარმატების დღიური, აუცილებელია დააწყო კატეგორიებად და მუდმივად იზრუნო მათ შევსებაზე;
57. ყოველთვის შეასრულე პირობა. ამისთვის არასდროს არავის დაპირდე ისეთი რამ, რაშიც 100%-ით არ ხარ დარწმუნებული;
58. ერიდე ჭორებს და ჭორაობას;
59. თვალი ადევნე ახალ ამბებს, პოლიტიკას, ეკონომიკას. მუდმივად იყავი მოვლენების საქმის კურსში;
60. გახსოვდეს, რომ სიცოცხლის არსი სამყაროს შეცნობაშია. სწორედ ეს გაგხდის ბედნიერს;
61. «აქტიურებს და ჭკვიანებს შორის იმარჯვებენ აქტიურები. აქტიურებს შორის კი - ყველაზე ჭკვიანები» შეუთავსე ერთმანეთს ჭკუა და აქტიურობა;
62. შენს ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ანალიზი გააკეთე და ჰკითხე შენს თავს, თუ რა მოგცა თითოეულმა მათგანმა;
63. შეწყვიტე იმის კეთება, რაც არ უწყობს ხელს შენს პროფესიულ ან პიროვნულ ზრდას;
64. მიიღე რაც შეიძლება მეტი უმი ბოსტნეული და სასარგებლო ცხიმები (ავოკადო, კაკალი, მცენარეული ზეთი).
65. თუ ჯანმრთელი ხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ გაქვს მეტი ენერგია, ეს კი იმას ნიშნავს იმას, რომ შემ მოგაქვს სიკეთე მთელი სამყაროსთვის;
66. ჩემი სახლი არის იქ, სადაც ვცხოვრობ ან ვიცხოვრებ;
67. გაწყვიტე მიჯაჭვულობის ჯაჭვი. იყავი დამოუკიდებელი და მიეცი სრული თავისუფლება მას, ვინც გიყვარს.
68. კვირაში ერთი დღე მიეცი შენს თავს უფლება არაფერი აკეთო. მალე ეს იქნება ყველაზე ბედნიერი და პროდუქტიული დღეები შენს ცხოვრებაში;
69. მნიშვნელოვანი შემოქმედებითი სამუშაო შეასრულე ამაღლებულ განწყობაზე;
70. როდესაც დაკავდები ხელოვნებით, ნუ გადაერთვები უსარგებლო საქმიანობაზე;
71. გახსოვდეს სულიერი და მატერიალური ბალანსის შესახებ. ნუ გაერთობი ერთით ისე, რომ დაივიწყო მეორე;
72. შეისწავლე გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება;
73. შენ გარშემო შემოიკრიბე ნიჭიერი და ბედნიერი ადამიანები;
74. არასდროს გამოართვა ადამიანს რაიმე, თუ არ ხარ მზად მისცე მას ის, რაც მას შენგან უნდა;
75. თუ გიღალატეს, ეს შენი ბრალია;
76. რაც უფრო რთულია აღმართი, მით მტკივნეულია დამარცხება. იყავი მზად ამისთვის;
77. მარცხი გარდაუვალია. ის შენი საუკეთესო მასწავლებელია. გიყვარდეს ის!
78. რაც უფრო ძლიერია მარცხი, მით მეტი მუშაობაა საჭირო მომავალ გამარჯვებამდე. მონაკვეთი დამარცხებიდან გამარჯვებამდე, ასე იზომება ნამდვილი გამარჯვება;
79. იყავი ახლოს მათთან, ვინც გულით მოგწონს, არ მოუშვა ახლოს ის ადამიანები, რომლებიც შენს ფასეულობებს არ აღიარებენ;
80. ყოველთვის აწარმოე მოლაპარაკებები წერილობითი ფორმით;
81. ხელგაშლილ ადამიანებთან იყავი ხელგაშლილი, ძუნწთან - ძუნწი. მაშინ შენ არ დაარღვევ „ენერგიის გაცვლის“ კანონს;
82. ხალხს რომ ბევრი მისცე, საჭიროა ცხოვრებისგან მიიღო ბევრი ფასეული რამ. ეს შეიძლება იყოს ფასეული საკვები, კარგი დასვენება, სპორტი, საუნა, ცურვა, მზე, ურთიერთობა;
83. გახსოვდეს, რომ ცხოვრების „შავი ბილიკი“ ხშირად ხდება ასაფრენი ზოლი.
84. უნდა ისწრაფოდე მადლიერებისკენ ნებისმიერ ურთიერთობაში;
85. განავითარე შენში თვითღირებულებები - სიბრძნე, ღირსება და კეთილშობილება;
86. არ მიაქციო ყურადღება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ შენს წარსულში, რადგან ყოველთვის არსებობს საბაბი, რომ ისინი შენს მომავალში არ იყვნენ;
87. საუკეთესო ინვესტიციაა განათლება და ურთიერთობა;
88. «კედელი - ეს იგივე საფეხურია. რომ მიწვდე, უბრალოდ საჭიროა გაიზარდო»;
89. სიცოცხლის ბოლოს უფრო მეტად ინანებ იმას, რომ რაღაც არ გააკეთე, ვიდრე - გააკეთე;
90. ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას თავის საქმეში, მუდამ მოტივირებულები არიან სხვისთვისაც;
91. რაც მეტია პასუხისმგებლობა, მით უფრო მეტია ძალაუფლება. რაც უფრო მეტია ძალაუფლება, მით უფრო მეტ ადამიანს შეგიძლია დაეხმარო. რაც უფრო მეტს ეხმარები, ხდები უფრო მეტად ბედნიერი;
92. როდესაც რეგულარულად ალაგებ შენს ცხოვრებას, დაუნდობლად იშორებ ნაგავს;
93. ყოველთვის ელაპარაკე ადამიანებს შენს მოლოდინებზე და მოისმინე მათი მოლოდინებიც შენთან დაკავშირებით. 99% კამათი და წყენა სწორედ არასწორი მოლოდინის გამო ხდება;
94. ცხოვრება ველოსიპედით სიარულს ჰგავს, თუ შენ სიარული გიჭირს, ჩათვალე, რომ აღმართზე ადიხარ;
95. რეგულარულად წადი შეგნებულ და წინასწარ გათვლილ რისკზე. ეს ავარჯიშებს ინტუიციას და ხასიათს;
96. თვეში მინიმუმ ერთხელ შეიძინე ახალი კაბა, ფეხსაცმელი ან სამკაული. არასდროს დაივიწყო საკუთარი თავის მატერიალური ნივთებით გახარება, გახსოვდეს - შენ ხომ ქალი ხარ!
97. მადონა, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამორჩეული ტალანტის გარეშე გახდე ვარსკვლავი. დედა ტერეზა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვალო ცხოვრება ღვთისმსახურებით. ოპრა უინფრი - მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გადალახო ყველანაირი დაბრკოლება და გახდე ყველაზე გავლენიანი ქალი მსოფლიო ტელევიზიაში. ყოველთვის გახსოვდეს წარმატებული თანამედროვე ქალები და მათი მიღწევები და განავითარე საკუთარი ინდივიდუალურობა.
98. ქალის მთავარი ამოცანაა - ისწავლოს სიყვარული, შექმნას კომფორტი და თბილი ატმოსფერო ყველგან, სადაც არის.
99. გიყვარდეს ყველა, იმეგობრე რამდენიმესთან.
100. ბედნიერება - ეს არის საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება ყველა ქალურ ასპექტში. დარჩი ყოველთვის ის, ვინც ხარ. დააფასე საკუთარი ინდივიდუალობა. შეაქე საკუთარი თავი რაც შეიძლება ხშირად.
გისურვებთ ჰარმონიას ცხოვრებაში!