ბავშვის ფოტო, რომლის გამოც დედამისს თავს დაესხნენ კომენტარებით
ბავშვის ფოტო, რომლის გამოც დედამისს თავს დაესხნენ კომენტარებით
დედამ ფეისბუქის გვერდზე თავისი ახალშობილი პატარას ფოტო გამოაქვეყნა. ამაში თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ თუ დააკვირდებით ფოტოს, მიხვდებით, რომ ეს ჩვეულებრივი ფოტო არ არის. ბავშვი ჭიპლართან და პლაცენტასთან ერთად არის გადაღებული.

ემა ჯეინ ნოლანი 30 წლის მედდაა, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული. როგორც თავად ამბობს, ფოტო გადაიღო იმისთვის, რომ საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება ძველი მაორული ტრადიციის შესახებ. როგორც ის ამბობს, ბავშვის პლაცენტა სპეციალური წესით უნდა დაიკრძალოს, როგორც ამას მისი წინაპრეპი აკეთებდნენ. ასევე უნდოდა სხვა
ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რეალურად როგორია მშობიარობის შემდეგ პირველი სურათი, რასაც დედა ხედავს. მისი აზრით, ბევრ ადამიანს არ უნახავს ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ პლაცენტაზე არის დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში და ბევრ ქვეყნებში პლაცენტას არანაირი შემდგომი გამოყენება და „დაფასება“ არ აქვს, მის გარეშე კი ჩვენ ვერ ვიარსებებდით. ეს ფოტო ზუსტად ასახავს კავშირს, რომელიც ბავშვსა და პლაცენტას შორის არის. სამედიცინო მაკრატლის ერთი მოქნევით კი პატარას ის ცხოვრება, რომელიც 9 თვის წინ მუცელში დაიწყო, უცებ ქრება და ახალშობილი ჩვენი სამყაროს სრულუფლებიანი წევრი ხდება.
mshoblebi
ამ პატარას პლაცენტა, ახალ ზელანდიაში ბაბუას აგარაკზე, საყვარელი ხის ძირში დაიმარხება. ეს ფაქტი ყოველთვის დააკავშირებს ბავშვს დედამიწასთან. ისევე, როგორც ამას მაორის ტომის წარმომადგენლები აკეთებენ - დიახ,
ისინი მიწაში ფლობენ პლაცენტას.
mshoblebi
ფოტოზე ბევრმა დედამ დააკომენტარა, ზოგი გმობს ამ ტრადიციას, ზოგიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. სხვადასხვა აღმსარებლობის და წარმომავლობის დედები სხვადასხვაგვარად უდგებიან ამ საკითხს. პლაცენტა ბევრ ქვეყანაშია „დაფასებული“ და მას სამედიცინო თვლასაზრისითაც იყევენებენ, ზოგან მიირთმევენ კიდეც, ჯანმრთელობისთვის, ბევრგან კი ბავშვის დაბადებისთანავე უახლოეს ურნაში პოულობს ბინას.

ეს ქალბატონი კი ცდილობს, დედაშვილობის სიყვარული ორიგინალურად დაანახოს საზოგადოებას.
თქვენ რას ფიქრობთ ამ ფაქტის შესახებ?
17593
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```