"მე ვარ გოგო, რომელიც ერთი თვის ორსული წამოვიდა მეუღლისგან..."
"მე ვარ გოგო, რომელიც ერთი თვის ორსული წამოვიდა მეუღლისგან..."
1 / 2
Next
ეს წერილი ფეისბუქზე გავრცელდა და საკმაოდ პოპულარულიც გახდა. ეს ერთი ქართველი გოგონას გულწრფელი პოსტია:

"მეუღლესთან დაშორების შემდეგ ხშირად ვისმენდი ნაცნობებისგან კითხვას: "ბავშვის გაჩენას აპირებ?" როცა გაკვირვებული და გაბრაზებული ვპასუხობდი, აბა, რას ვიზამ-თქო... მერე ისმოდა კომენტარები, მარტო როგორ უნდა ზარდო, ყველაფერზე შენ მოგიწევს ნერვიულობა, პატარა გოგო ხარ, არ გინდა, ისევ გათხოვდე? ბლაბლაბლა...
დიახ, მე პატარა გოგო ვარ და ყველაფერზე მე ვნერვიულობ, დიახ, მე ვიბრვძვი იმისთვის, რომ ჩემს შვილ საჭმელი ჰქონდეს... მე
ვარ გოგო, რომელიც ერთი თვის ორსული წამოვიდა მეუღლისგან... მე ვარ ის გოგო, რომელმაც წამოსვლის დღეს გაიგო, რომ ორსულად იყო და იმის მიუხედავად, რომ მოდიოდა, მაინც ყველაზე ბედნიერი იყო ახალი ამბით...
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
41797
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (45)
ნანა
0
საოცარი გოგო ხარ! დიდი პასუხისმგებლობაა დედობა, ენით აუღწერელი გმირობაა ბავშვის დამოუკიდებლად გაზრდა. როცა ქალი ამას შეძლებს ე.ი. ის სხვა ყველა დაბრკოლებას გადალახავს :)
17:26 / 03-11-2017
უბრალოდ ქალი
0
ეკას: გთხოვ გამაგებინე რანაირად ახერხებ არ ინერვიულო იმ მოკლულ შვილზე! ერთი შეწყვეტილი ორსულობა მქონდა და ვერანაირად ვერ ვიშორებ დანაშაულის გრძნობას დაღუპული შვილის წინაშე, ასე მგონია უპასუხისმგებლოდ რომ არ მოვქცეულიყავი ორსულობისას და ტოქსიკოზის მიუხედავად წამალი რამენაირად გადამეყლაპა (სუნზეც კი მაღებინებდა) ახლა ცოცხალი იქნებოდა (თუმცა ეს დაზუსტებით ექიმმაც კი არ იცოდა)... და ყოველი სექტემბერი იმაზე ფიქრით მოდის რამდენის გახდებოდა.... მასწავლე როგორ დავიკიდო, გავიტანჯე!
14:04 / 03-11-2017
მსგავსი სიახლეები
```