ბევრისთვის ცნობილმა ბლოგერმა მშვიდობიანად იმშობიარა ავსტრალიელი კიმ ტუჩის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. მან თავისი ბლოგით გაითქვა სახელი, რომელსაც მას მერე აწარმოებდა, რაც გაიგო, რომ 5 ტყუპს ელოდა. სამი შვილის დედა 26 წლის ასაკში კვლავ დაორსულდა და ბუნებრივად აღმოჩნდა მის მუცელში ხუთი ნაყოფი. 28 იანვარს, ორსულობის 30-ე კვირაში იმშობიარა და ორ წუთში გააჩინა ოთხი გოგონა და ერთი ვაჟი - ტიფანი, პენელოპა, ბეატრიქსი, ელი და კეიტი. ბავშვების საშუალო წონა 1 კილოგრამი და 100 გრამი იყო.
ახლა კიმი უკვე რვა შვილის დედაა - 9 წლის ვაჟი ჰყავს პირველი ქორწინებიდან და კიდევ ორი გოგონა ამჟამინდელ ქმართან. ახალ მდგომარეობას თანდათან ეგუება.
ორსულობა არც ისე იოლი იყო მისთვის - ხუთი ბავშვის ნაცვლად ჭამდა, ღამეში 12-ჯერ შედიოდა საპირფარეშოში და ზურგისა და მუცლის გამუდმებულ ტკივილს, ასევე გულძმარვას უჩიოდა. ამ ყველაფერს თავის ბლოგში წერდას, რომელიც დაორსულების შემდეგ წამოიწყო.
რაც ყველაზე საინტერესოა, დაორსულება ბუნებრივად მოხდა, რეპროდიუქტიული ტექნოლოგიების ჩარევის გარეშე. ასეთი მოვლენის ალბათობა 1:500 000-თანაა. წყვილი ბიჭზე ოცნებობდა, თუმცა აშკარად, ”გადაამეტეს”...
აი, ასე აღწერს კიმი თავის შოკს, როცა შეიტყო, რომ ხუთ ბავშვს ელოდა. ჯერ ექიმმა უთხრა წყვილს, რომ ტყუპს ელოდა. ”აღტაცებული ვიყავი, რომ ტყუპი მეყოლებოდა! მაგრამ ნამდვილად არ აღმოვჩნდუ მზად იმისთვის, რაც მერე მოხდა”, - ამბობს კიმი.
როცა უფრო მაღალი ტექნოლოგიის მქონე აპარატით დაათვალიერეს, სამყარო თითქოს გადატრიალდა - ექიმმა უთხრა, რომ ხუთ ნაყოფს ხედავდა და ხუთი გულისცემა ისმოდა.
”ფეხები ამიკანკალდა და ისღა დამრჩენოდა, ნერვული სიცილი ამეტეხა. ქმარს დავურეკე, მეგონა, არ დამიჯერებდა. მაგრამ მან საკმაოდ მალე გააცნობიერა ყველაფერი. აღტაცება ეწერა სახეზე და მითხრა: ”ჩვენ გავუმკლავდებით!”