ვერაფერს დამალავ! ყოველდღიური ვარცხნილობა შენს ხასიათს გამოააშკარავებს
ვერაფერს დამალავ! ყოველდღიური ვარცხნილობა შენს ხასიათს გამოააშკარავებს
ამა თუ იმ ადამიანის ესა-თუ ის ჩვევა ზოგჯერ შესაძლოა მრავლის მთქმელი აღმოჩნდეს.
რაზე მეტყველებს ადამიანის ვარცხნილობა?

1. როგორც რომანტიკულო ადამიანი, ყოველთვის მზად ხართ ახალი ნაცნობობისა და შთაბეჭდილებებისთვის. ადამიანებში მხოლოდ დადებთ თვისებებს ეძებთ, რის გამიც, სამწუხაროდ, ხშირად ხდებით იმედგაცრუების მსხვერპლი. ოპტიმიზმით აღსავსე მოსიარულე პოზიტივი, ასეთები არიან ამ ვარცხნილობის მატარებლები.
mshoblebi

2. თქვენ საკუთარ თავში დარწმუნებული ქალბატონი ბრძანდებით, იმდენად, რომ არაკომპეტენტური კრიტიკაც კი ვერ გაგიფუჭებთ ხასიათს. არაფერში გჭირდებათ ყამრავი მეგობარი, თავად კი მეგობრების
წრეში ყველაზე ერთგული მეგობრის სტატუსით სარგებლობთ. ასე გააგრძელეთ, ყველა დადებითი ემოციით დამუხტეთ.
mshoblebi

3. ერთი შეხედვით ძალიან ამბიციური და ქედმაღალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. აბა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი, რომელიც მუდმივად დასახული მიზნების განხორციელებისთვის იღწვის და მაქსიმალურად თავს არიდებს არაფრისმომცემ, უსარგებლო ჭორაობას. თქვენ ყოველთვის საკუთარი თავის იმედი გაქვთ და რასაც მიაღწიეთ, მხოლოდ საკუთარი მიზანსწრაფულობის ხარჯზე. სხვა ადამიანების დახმარება არაფერში გჭირდებათ.
mshoblebi

4. უცნობებისთვის თქვენ მებრძოლი სულისკვეთებით აღვსილი ქალბატონი ბრძანდებით, ახლობლებისთვის კი თეთრი და ფუმფულა არსება. არასდროს გეზარებათ სამართლიანობისთვის ბრძოლა. თქვენ ხომ არაფერი გამოგეპარებათ.
mshoblebi

5. ხელოვანი ადამიანი ბრძანდებით მდიდარი შინაგანი სამყაროთი. მოსაწყენი საქმე სათქვენო არ არის, თქვენ კრეატივითა და მოულოდნელობებით სულდგმულობთ.
mshoblebi

6.თქვენი გახსნილი ხასიათი ხშირად ხელსაც კი
გიშლით. თქვენ ხართ ადამიანი, რომლიც ყოველთვის მზად არის სხვის დასახმარებლად, უცნობებისაც კი.
mshoblebi

7.კარგი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია სხვების მოსმენა. შეგიძლიათ გვერდში დგომა და სხვა ადამიანებზე ან ფაქტებზე მშვიდად დაკვირვება, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ იყოთ კარგი ლიდერი.
mshoblebi

8. ბევრი ფიქრობს, რომ თქვენზე მშვიდი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ გამოთქმა, ცხვარი ცხვარიაო, თუ გაცხარდა, ცხარეაო. არავის ვურჩევთ თქვენს გაცხარებას. ასევე უნდა აღინიშნოს თქვენ მჭერმეტყველება და იუმორის გრძნობა, რომელსაც ხშირად ბევრი ადამიანი ვერც კი უძლებს.
mshoblebi

9. კარგად გაქვთ განვითარებული თვითდისციპლინა. ეს თქვენი კოზირია. თქვენნაირ ადამიანებს ახასიათებთ ერთი ძალიან კარგი ჩვევა, თქვენ ჯერ ფიქრობთ, შემდეგ აკეთებთ.
mshoblebi

10. შემოქმედი ადამიანი ხართ, ბუნებით ესთეტი. ვერ იტანთ უგემოვნო ადამიანებსა და ნივთებს, ცდილობთ გარშემო მხოლოდ გემოვნებიანი ადამიანები გყავდეთ.
mshoblebi

11. შეამჩნიეთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, გადაგიშალოთ გული. მშვიდი, აღზრდილი, გაწონასწორებული - ასეთ ადამიანს როგორ არ უნდა ენდო.
mshoblebi

12. ორგანიზებული და დამოუკიდებელი ადამიანი ბრძანდებით. გიყვართ, როდესაც ყველაფერი ზუსტად გაქვთ გაწერილი. ყველაფერში უბრალოებას ანიჭებთ უპირატესობას.
mshoblebi

13. ნამდვილი ოპტიმისტი ხართ, აფასებთ სიცოცხლის ყოველ წუთს. თქვენი წყენინება არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. შინაგანად ძალიან ძლიერი ბრძანდებით.
mshoblebi

14.პრაქტიკულობა თქვენი დამახასიათებელი თვისებაა. არაფერში გაინტერესებთ სხვისი თავგადასავლები. ეს თქვენ არაფერში გჭირდებათ.
mshoblebi

15. შეიძლება გიყვართ კიდეც ოცნება და ფიქრებს შორსაც მიყავხართ ხოლმე, თუმცა ეს თვისება ხელს არ გიშლით დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში.
mshoblebi

16. ძალიან მშვიდი, ზოგჯერ ცივსისხლიანიც კი ხართ. ასეთი მტკიცე ხასიათის ბევრს შეშურდება.
mshoblebi

17. ყოველთვის აღწევთ დასახულ მიზანს. ზუსტად იცით, როდის რა გინდათ.
mshoblebi

2726
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```