"...გავიწყდება გაჩეჩილი თმაც და მოშვებული მუცელიც..." - 4 შვილის დედის ემოციური პოსტი
"...გავიწყდება გაჩეჩილი თმაც და მოშვებული მუცელიც..." - 4 შვილის დედის ემოციური პოსტი
ეს პოსტი ოთხი შვილის დედას ეკუთვნის, თათია ვაჩეიშვილს, რომელმაც მეოთხე პატარა ორიოდე კვირის წინ მოავლინა ამ ქვეყანას. მისი სიტყვები ბევრი ქალის, ბევრი დედის ემოციებს ასახავს:

"ზიხარ მოწყენილი და ფიქრობ.... ჩუმად აპარებ თვალს სარკისკენ, სადაც დაღლილ ქალს ხედავ... გაჩეჩილი ჭაღარაშერეული თმა, რომელიც დიდი ხნის შესაღები გაქვს, მაგრამ არც დრო გაქვს, არც თავი და არც სახსრები...
ფრჩხილებზე სამარცხვინოდ შერჩენილი რამდენიმე კვირის ლაქის ნარჩენები, რომლებსაც ქუჩაში მალავ მომუშტულ მუჭებში.
მოშვებული მუცელი, მოშვებული მკერდი
და საერთოდ, დაკარგული ფორმები, ტანზე მუდამ ხალათი, იმიტომ, რომ ხან დრო არ გაქვს, რომ ჩაიცვა, ხან - ხალისი...
ისედაც მოწყენილს უფრო გიმძიმდება გული და ფიქრებიც... ხშირ-ხშირად ათვალიერებ იმდროინდელ ფოტოებს, სულ რომ ფორმაში იყავი და საკუთარი თავის გშურს...
აღარც ისეთი სასურველი ხარ... როგორც ქალი, უფუნქციოდ დარჩი... ცდილობ წელში გასწორდე, მუცელი შესწიო, მხრებში გაიმართო და გაუღიმო საკუთარ გამოსახულებას, მაგრამ ეს ღიმილიც ისეთივე საცოდავი და უსუსურია, როგორიც შენ ახლა... და უცებ!!! პატარა ანგელოზის ტირილი გესმის... გაიღვიძა და შია, ალბათ... და იმწუთას გავიწყდება და სასაცილოდ გეჩვენება ყველაფერი, რაზეც ფიქრობდი და გადარდებდა, იმიტომ, რომ შენ ხარ დედა!!!. და ყველაზე ძვირფასი, რაც კი შეეძლო ცხოვრებას მოეცა შენთვის, შენი შვილებია.
გავიწყდება გაჩეჩილი თმაც და მოშვებული მუცელიც, აღარც შურით უყურებ სილიკონით დაბერილ მოდელებს, რადგან შენ გაქვს ყველაზე დიდი სიმდიდრე, რასაც შვილები ჰქვია და შენ ხარ ყველაზე ბედნიერი ქალი, რადგან ხარ დ ე დ ა!!!"
90064
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
nana
0
მიცვალებულსაც საქმეებს ურჩევთ, ყოჩაღ თქვენ, ყველა ადამიანი ცდება რაღაც მომენტში და დავხოცოთ!
11:13 / 01-05-2017
TOTIKA
0
სამი შვილი რომ გყავდა მაშინ არ ფიქრობდი რომ მდიდარი იყავი შვილებით??? და გერქვა დედა??? დიდი შეცდომა არ გეპატია სამწუხაროდ..... ნათელში იყოს შენი სული....
01:13 / 30-04-2017
მსგავსი სიახლეები
```