სალომე გოგიაშვილი: "თანამედროვე ტექნოლოგიებმა მამაკაცებს რომანტიზმი დაუკარგა!"
სალომე გოგიაშვილი: "თანამედროვე ტექნოლოგიებმა მამაკაცებს რომანტიზმი დაუკარგა!"
მარტს ქალების თვეს ეძახიან, ალბათ იმიტომ, რომ 3 მარტი - დედების, 8 მარტი კი ქალთა დღეა... გრძნობენ თუ არა ამ დღის მნიშვნელობას დედები და რა განცდებს აღუძრავთ ის? სალომე გოგიაშვილი მრავალშვილიანი დედაა და ამ თემაზე სწორედ მას ვკითხეთ აზრი.

- როგორც ჩანს, ჩვენ ძალიან "მოუწესრიგებლები" ვიყავით დ არანაირად არ აღვნიშნავდით სამ მარტს. გამორჩეულად არ მახსენდება ეს დღე. ერთადერთი, რაც ჩემს სახლში ყოველთვის იყო, ეს გაზაფხულის ყვავილები გახლდათ, რომელიც მამას დედასთვის
მოჰქოდა ხოლმე, თითქოს გაზაფხულის მანიშნებელი იყო. ჩემი შვილებიც დიდი ოვაციებითა და ემოციებით არ ხვდებიან ამ დღეს. მახსოვს, ციბუკა წერილს მიწერდა და მიხსნიდა, როგორ ვუყვარდი, რაც განსაკუთრებული საჩუქარი იყო ჩემთვის, ისევე როგორც ყველა დედისთვის.

- და რაც შეეხება 8 მარტს...
- რატომაც არ შეიძლება გვქონდეს კიდევ ერთი მიზეზი კარგი გართობისთვის, მეტი ყურადღებისთვის, სითბოსთვის?! ვფიქრობ, ეს დღე არაფერს "აფუჭებს", პირიქით, კარგი მიზეზია ერთმანეთის გასანებივრებლად. ისედაც აკლიათ მამკაცებს რომანტიზმი, დაკარგული აქვთ ეს შეგრძნება, რაც, ვფიქრობ, თანამედროვე ტექნოლოგიების ბრალია, თუნდაც ტელეფონის, მესიჯების, რომლის მეშვეობითაც იმდენი რამ ითქმება, ხანდახან რეალში არაფერი რჩება სათქმელი. ყვავილების გაგზავნაც კი შესაძლებელია ამ ფორმით, ამ ყველაფერმა მამაკაცები გააზარმაცა, ამიტომ რაც მეტად ექნებათ მიზეზი
იმისთვის, რომ ფანტაზიას მოუხმონ და საყვარელი მანდილოსნები გაახარონ, უკეთესია.
mshoblebi
- ამ დღეს ელოდები საჩუქარს...
- სიმართლეს გეტყვი, საჩუქრები ვახოსგან ნამდვილად არ მაკლია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ინტერვიუს ვწერთ. ჩემი მეუღლე მართლა ძალიან ყურადღებიანია და გამორციხულია, რაღაც იყოს და ისე დამტოვოს, თუმცა მხოლოდ მაშინ არ მიკეთებს საჩუქრებს, როცა რაიმე თარიღი და დღესასწაულია.

- ზოგადად, კაცებს თარიღების დამახსოვრება უჭირთ, თქვენთან როგორაა ეს საკითხი?
- ჩვენთან რა ხდება იცი? ყოველდღე ვიღაცის დაბადების დღეა. მოგეხსენება, მრავალშვილიანი ოჯახი ვართ, ამიტომ ხან ვისი დაბადების დღეა, და ხან - ვისი... ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა, როგორც წესი მეგობრები შვილების, ქმრის და ზოგადად ოჯახის წევრების დაბადების დღეებს ვულოცავთ ხოლმე ერთმანეთს, ჰოდა ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა, რამდენიმე დღე, მიყოლებით შეახსენა მეუღლეს, რომ ჩემთვის ხან ერთი შვილის, ხან - მეორის, ხან ოჯახის სხვა წევრის დაბადების დღე მოელოცა... ბოლოს ბიჭი კინაღამ გაგიჟდა, მართლა ყოველდღე ვიღაცის დაბადების დღეა თუ მაშაყირებთო?! ამ ყველაფრის მერე, ჩემს ქმარს კიდევ რომ რომელიმე თარიღის ვერდამახსოვრებაზე ვეწუწუნო, ალბათ ჭკუიდან გადავა (იღიმის). მაგრამ ზოგადად, როგორც უკვე აღვნიშნე, საჩუქრების გაკეთება არ ავიწყდება. შარშან არ იყო რვა მარტი, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, სადღაც მივდიოდით და ჩემს მეგობრებს და მე დიდი თაგულები მოგვართვა, რაც დამეთანხმებით, ძალიან სასიმოავნოა.
mshoblebi
- სალომე, ამბობენ, მარტი ქალივით გიჟი თვეაო, ეთანხმები ამას?
- არა, არანაირად არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ ასე ერთი ხელის მოსმით ყველა ქალის ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება. ვიცი ბევრი ისეთი ქალი, რომელიც ძალიან გაწონასწორებულია და ასევე არსებობენ საკმაოდ აფექტური, გაუწონასწორებელი ემოციური კაცები. ამიტომ, ხელაღებით ქალებს შევადაროთ მარტი, არ იქნება სწორი, ცვალებადობა ქალსაც ახასიათებს და კაცსაც, ეს ინდივიდუალურია და გაერთიანება სწორი არ იქნება.
ციცი ომანიძე

2187
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```