ასეთ ფეხსაცელს თავდაჯერებული ქალი იცვამს, რომელმაც იცის თავის ფასი...
ადამიანის ხასიათის ამოცნობა სხვადასხვა ნივთით შეიძლება. ახლა კი ფეხსაცმლის ჯერი დადგა. 1. მაღალი ქუსლი
ასეთ ქუსლიან ფეხსაცმელს ირჩევენ გოგონები, რომლებსაც ქვეცნობიერად სურთ, ყველაზე მაღლა გამოჩნდნენ. ხშირად ეს დაბალ თვითშეფასებაზე მიუთითებს. მათ თვითდამკვიდრება სურთ. მეორე მხრივ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უყვართ გოგონებს, რომლებსაც სურთ, ხაზი გაუსვან საკუთარ სილამაზეს. მათ უყვართ წესების დარღვევა და არაფრად მიიჩნევენ სტერეოტიპებს.
2. ე.წ. შპილკა
მას, როგორც წესი, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი იცვამს. მან იცის საკუთარი თავის ფასი. ადვილად ურთიერთობენ და უმეგობრდებიან უცხო ადამიანებს.
3. ქუსლიანი პლატფორმა
საკუთარ თავში, სილამაზეში დარწმუნებული ქალი პლატფორმიან ფეხსაცმელს აირჩევს. მას შეუძლია მყარად და ბოლომდე დაიცვას საკუთარი აზრი, პოზიცია, თუმცა ზოგჯერ პლატფორმაფეხსაცმლიანი ქალბატონები ამოუცნობები არიან. იხილეთ გაგრძელება