"ბავშვს უნდა ჩავუნერგოთ, რომ ყოველთვის იმას ვერ მიიღებს, რაც უნდა..."
"ბავშვს უნდა ჩავუნერგოთ, რომ ყოველთვის იმას ვერ მიიღებს, რაც უნდა..."
შვილების აღზდა ადვილი არ არის. ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი მეთოდი აქვს, რამდენად ამართლებს ეს მეთოდები უკვე სხვა საკითხია. თავისი აღზრდის მეთოდებზე გვესაუბრა ჟურნალისტი ნანიკო ხაზარაძე, რომელსაც ულამაზესი თინეიჯერი გოგონა ჰყავს - ლილუ ნუცუბიძე.

- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ბავშვის აღზრდის რეცეპტი არ არსებობს. პირადად მე დემოკრატიული აღზრდის მომხრე ვარ. დაბადებიდან დღემდე მე და ჩემი შვილი სულ ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობის ერთგვარი ფორმა. არასოდეს მეზარება მისი პრობლემების მოსმენა და
ყოველთვის მხარდაჭერას ვუცხადებ, ამიტომ ლილუც ნდობითაა ჩემ მიმართ გამსჭვალული.

- თინეიჯერობის ასაკს ბევრი სირთულე ახლავს თან. მშობლებს ამ დროს უჭირთ შვილებთან ურთიერთობა. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
- საბედნიეროდ, ჯერ პრობლემას არ წავწყდომივართ. ვფიქრობ ეს იმიტომ, რომ ყოველ დილას, შუადღეს, საღამოს ვთხოვ, თუ რამე პრობლემა ექნება მითხრას, რაიმე მოწონს თუ არ მოსწონს, უნდა მესაუბროს ამის შესახებ. დისკუსია არის ნებიმიერი საკითხის გადაჭრისკენ მიმავალი გზა. ერთობლივი ძალებით, მეგობრული დამოკიდებულებით, ნდობით ყოველთვის ვპოულობთ ამ გზას.
mshoblebi
- ლილუ მარტომ გაზარდეთ, არ გაგიჭირდათ?
- მას ყოველთვი აღვიქვამდი როგორც ზრდასრულ ადამიანს. მისი გაზრდა საერთოდ არ გამჭირვებია, პირიქით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ბევრი რამე ვისწავლე.

- რა რეაქცია აქვს, თუ რაიმეს
უფლებას არ აძლევთ?
- აუცილებელია, კარგის და ცუდის გარჩევა ბავშვს თავიდანვე ვასწავლოთ. უნდა ჩავუნერგოთ, რომ ყოველთვის იმას ვერ მიიღებს, რაც უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რეჟიმი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ საუზმის დროს საჭიროა საუზმე, სეირნობის დროს - სეირნობა, ძილის დროს - ძილი. ლილუმ თვითონ იცის, რა არის მისთვის მისაღები და რა - არა. რაც არ არის მისაღები, იმის სურვილი არასოდეს უჩნდება.

- რჩევას თუ გეკითხებათ ჩაცმის, ვარცხნილობის, რაიმე გადაწყვეტილების მიღების დროს?
- კი მეკითხება, მაგრამ საბოლოოდ არ ითვალისწინებს (იღიმის). ყოველთვის იმაზე აჩერებს არჩევანს, რაც თვითონ მოსწონს. მეც ხშირად ვთხოვ რჩევას და ვითვალისწინებ კიდეც.

- ამ ასაკში თქვენ როგორი იყავით?
- ლილუ აბსოლუტურად განსხვავებულია ჩემთან შედარებით. თუმცა ერთი საერთო გვაქვს - მეც სრულიად უპრობლემოდ გადავიტანე გარდატეხის ასაკი. არ ვიყავი აგრესიული, არ მქონდა გამძაფრებული პროტესტის გრძნობა, კონფლიქტები და ა.შ.

- თინეიჯერი ბავშვების მშობლებს რა ურჩევთ?
- მიჭირს ვინმეს რამე ვურჩიო, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით: მოუსმინეთ თქვენს შვილებს, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ, დაუჭირეთ მხარი, ჰკითხეთ რჩევები, თავი საზოგადოების სრულფასოვან და მნიშვნელოვან წევრებად აგრძნობინეთ. ეს ყოველთვის სასურველ შედეგს მოგვცემს.
მერი ბლიაძე

 

18991
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
ნიკა1-ნინოს
0
ნინ, ახლა ვნახე შენი მოწერილი, იმედი აღარც მქონდა უკვე და :) ნინ, მეილი რომ გახსნა იქნებ მოახერხო, მეილს დამაწერინებს და დაგიწერდი. ნომერი ალბათ არასწორად წაიკითხე და ამიტომ ვერ დამიკავშირდი :) :(
10:22 / 05-07-2016
nika1s ninosagan
0
ნიკა საიტი პირდაპირ რომ არ გაწერინებს ნომს ალბათ შეცდომით გავუშვი ზარი სხვაგან,ნომი ვერ წავიკითხე სწორად.ისიც ვიფიქრე რომ ალბათ მერე მომწერს მესიჯს როცა სურვილი ექნება თქო და აღარ შეგაწუხე მაგრამ როგორც ჩანს უფრო ნომერი შემეშალა.
14:35 / 12-06-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?