თითქოს გოგონა თავზეხელაღებული მეძავი ყოფილიყო ეს გოგონა მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა გათხოვებაც მოასწრო და ახლა მეუღლესთან ერთად ბავშვს ზრდის. მან ახალბედა დედისთვის ძალიან საინტერესო საქმიანობა აირჩია - პირად ბლოგს უძღვება, სადაც სხვა დედებს თავისი ცხოვრების ბედნიერ მომენტებს უზიარებს. ერთ-ერთი ჩანაწერი კი დანარჩენებისგან აშკარად განსხვავებულია.
ჰადე ენკლიფი ფოტოზე იმ მომენტშია ღბეჭდილი, როცა ბავშვს ძუძუს აჭმევს. მინაწერი კი ასეთია: "ჩემი დის ქორწილში მე და ჯონი ასე ვქეიფობთ".
ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ინტაგრამელთა ერთი ნაწილი ხალისობდა ამ ამბავზე, ნაწილმა კი საშინელი სიტყვებით გამოლანძღა ახალგაზრდა დედა ხალხის თვალწინ მკერდის მოშიშვლების გამო.
ჰადეს ისეთ კომენტარებს უძღვნიდნენ, თითქოს გოგონა თავზეხელაღებული მეძავი ყოფილიყო. ბოლოს კი ძალა მოიკრიბა და ასეთი პასუხი გასცა მათ:
"შეგახსენებთ, რომ ჩემი შვილი ცოცხალი არსებაა, თანაც ჩვილი და ჭამას მაშინ ითხოვს, როცა მოშივდება. მისთვის სულ ერთია სად ვიმყოფები იმ მომენტში. დიახ, ძირითადად სპეციალური ტანსაცმელი მაცვია, რომ კვებისას ძუძუ არ გამომიჩნდეს, მაგრამ იმედია მაპატიებთ, რომ ქორწილში გამოპრანჭული წავედი. ბავშვს დარბაზის კუთხეში ვაჭმევდი და ცეკვით გართულ სტუმრებს ჩვენს საყურებლად ნამდვილად არ ეცალათ, ფოტო კი ქმარმა გადამიღო და თქვენც ხედავთ, რომ მაგ მომენტში უცხო პირი სიახლოვეს არაა. გამოდის, იმიტომ მლანძღავთ, რომ შვილს ვაჭამე".
ჰადემ კიდევ ერთი საკამათო ფოტო შესთავაზა თავისი ბლოგის სტუმრებს - სტრიებიანი მუცლის.
"მშობიარობის შემდეგ ჩემი მუცლით ვერავის მოვხიბლავ. სამაგიეროდ, ჩემს ქმარს იდეალურად ვეჩვენები. ის ხომ ჩვენი ყველაზე დიდი სიხარულის, ჯონის გაჩენას გვახსენებს" - წერს ჰადე. მსგავსი პოსტები შეიძლება ზედმეტ გულახდილობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ახალბედა დედებისთვის ეს პრობლემები ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთი თამამი ჟესტები კი მათი თვითშეფასებისთვის ყოველთვის სტიმულისმიმცემია.
იმედია, ქართველი გოგონებიც თავდაჯერებულად გაუძღვებიან დედეობის პირველ თვეებს, თუმცა ზომიერების დცვა ყოველთვის საჭიროა...