"ნამდვილი ტრაგიკომედიაა ქართული გინეკოლოგიური სავარძელი" - ქალების ყველაზე უხერხული პრობლემა
"ნამდვილი ტრაგიკომედიაა ქართული გინეკოლოგიური სავარძელი" - ქალების ყველაზე უხერხული პრობლემა
ქალებს ცხოვრებაში ბევრი დისკომფორტისა და უხერხული მომენტის გადატანა გვიწევს. განსაკუთრებით, როცა დედობისთვის ვემზადებით. გინეკოლოგის სავარძელიც სწორედ ასეთი გარდაუვალი და უხერხული უსიამოვნებაა, რაც ყველა ქალს ერთხელ მაინც გადაუტანია. ჟურნალისტი ირმა კახურაშვილი ამ საშინელ სავარძელს საინტერესო პოსტს უძღვნის, რითაც ძალიან ბევრი ქალის სათქმელს ამბობს.

"რაღაც ფილმს ვუყურებ. ერთ-ერთი პიკანტური მომენტის დროს ქალის გინეკოლოგიური სავარძელი ჩანს, ფითქინა, მოხერხებული. თან ძველი დროა და მე მშურს ამ სავარძლის და ქვეყნის, სადაც ეს ფილმი გადაიღეს -
ბრიტანეთის. ჩვენთან გინეკოლოგიურ სავარძელში სწრაფად რომ განთავსდე, იოგანავარჯიშები მაინც უნდა იყო. ჯერ იქ აძრომაა მთელი ხათაბალა, განსაკუთრებით ჭარბწონიანი ქალბატონებისთვის. არც გვერდული ხელმოსაჭიდები აქვს უმეტესობას, არც მოგრძო ფეხსალაგი, რომელიც ისედაც უხერხულ განცდას ფიზიკურ დისკომფორტს ჰმატებს, რადგან უმისამართოდ ტრიალებს და ფეხებს იმ მხარეს უშვერ, სადაც სულ არ არის საჭირო... ნამდვილი ტრაგიკომედიაა ქართული გინეკოლოგიური სავარძელი! ექიმთა დამოკიდებულებაზე ქალთა მიმართ არაფერს ვიტყვი. ქალებს გეცოდინებათ. უმეტესობა არც გაგიღიმებს, არც ხელზე გადაგისმევს ხელს, რომ ოდნავ დაგამშვიდოს. სულ ახლახან ერთ სკრინინგცენტრში ფარდის ნაცვლად, რომელიც კომპიუტერზე მბეჭდავი ექთნისგან და შემოსასვლელი კარისგან ჰყოფდა პაციენტს, სასაცილოდ მოკლე ჟალუზი ვნახე - კარი კი წარამარა იღებოდა. ამ საოცარი ჟალუზის დანიშნულება ვერაფრით ამოვიცანი. თანაც, სანამ ერთი
ქალი იხდიდა, მეორე იქვე იცმევდა და სავარძელზე განთავსებას ცდილობდა. არავინ თქვას, რომ ქალთა უფლებები საქართველოში დაცულია. მე არ დავიჯერებ, ვიდრე ასეთი გინეკოლოგიური სავარძლები გვექნება!" 

როგორც მოსალოდნელი იყო, პოსტს არანაკლებ საინტერესო კომენტარებიო მოჰყვა:

"ამ დროს ვხვდები ხოლმე, რომ საზოგადოდ დისკრიმინირებულები ვართ სქესის განურჩევლად..."
"მეცინება, ვიდრე გამახსენდება, რომ სატირალია...  მაგრად არ გაგვიმართლა გინეკოლოგიური კაბინეტების ქართულ დიზაინში".
"ერთხელ ექიმს იძულებით ჩავაკეტინე კარი. ძალიან უკმაყოფილო და გაოცებული დარჩა. მაგრამ უნდა გენახა, კარს ვინც მოადგა, რა ბრახაბრუხი ატეხა. იბრძოდა, რომ შემოსულყო, თან კიოდა, გამიღეთო... თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელსაც რაღაცის თქმა უნდოდა თურმე. კარიდან მოუწია დაძახებამ, რადგან არ მივეცი ექიმს გაღების საშუალება... ყველა ხომ ვერ მოაწყობს ასეთ კონცერტს..."
"ფარდა და ჟალუზი არსად მინახავს, ფაქტობრივად, საჯაროდ გადიხარ შემოწმებას.
მუცელში 3-კილოიანი ბავშვი რომ გიზის, მაშინ უფრო რთულდება".
"ეგ გინეკოლოგიური სავარძელი არა ქართული, არამედ რუსული წარმოებისაა. ძველია. რაც შეეხება ფარდას, ის კი მართლაც ურცხვად მოკლეა და საერთოდ, ყოვლად დაუშვებელია პაციენტის შეშვება, თუ იქ ერთი უკვე არის".
"სავარძელი უხერხული, და კიდევ უფრო უხერხული სიტუაციები. შეიძლება, შენ გსინჯავდეს ექიმი და იმავე ოთახში სხვა ექიმები სადილობდნენ - ასეთი ფაქტის მომსწრეც გავხდი და მე უფრო მრცხვენოდა, ვიდრე მათ..."

სტატია ნამდვილად უხერხულ თემაზე გამოგვივიდა, მაგრამ ეს იმდენად საყოველთაო ქალური პრობლემაა, რომ გვერდი არ ავუარეთ. მით უმეტეს, მშობლების ცხოვრებაში ეს სავარძელი სამუდამოდ დამკვიდრებულია და იმედი გვაქვს, ამ თემუს წამოჭრით ამ პრობლემასაც მოევლება.
35686
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
სოფო
0
რა დამავიწყებს ტკივილისგან დატანჯულს ხით წუთში ერთხელ მიწევდა მაგ ავადახსენებელ სავარძელზე აბობღება..
00:55 / 26-07-2018
ლალუკა
0
12 შვილი ბებიაჩემმა სახლში გააჩინა ბებიაქალტან, ყველა საღი და უნიჭიერესები, მეც სამი შვილი გავაჩინე, ისე მსიამოვნებდა ექიმი რომ ყურმილს დამადებდა მუცელზე და მისმენდა, არც ერთ გადაცდომა, ყველა მშვენივრად ვიმშობიარე ჩემს გაჭირვებულ სამშობლოში 90-იან წლებში და საერთოდ შვილის გაჩენა გმირობის ტოლფასია ჩემო კარგებო, ნუ შეგეშინდებატ სკამების, ბლოკების, ექიმების, ეს ყველაფერი წარმავალია, იმ დიდ სიხარულთან, რაც წინ გელოდება, შვილი, ყველაფერი გავიწყდება.
13:51 / 04-05-2016
მსგავსი სიახლეები
```