როგორი მშობლები არიან გიორგი ბახუტაშვილი და მისი მეუღლე და ვის ჰგავს მათი ქალიშვილი ბეა?
როგორი მშობლები არიან გიორგი ბახუტაშვილი და მისი მეუღლე და ვის ჰგავს მათი ქალიშვილი ბეა?
"ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი, ცოტნე ცოტაშვილი იგივე - იგივე გიორგი ბახუტაშვილი, 9 თვის წინ მამა გახდა. მისი მეუღლე პროფესიით ოპერატორი თაკო შოშიაშვილი გახლავთ. წყვილმა ბავშვს სახელი გვართან შესაბამისობაში შეურჩია და ბეა დაარქვეს.

- სახელზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. მინდოდა, ცოტა განსხვავებული შემერჩია რამე და თან გვარსაც მოხდენოდა. ამიტომ წიგნებში, ინტერნეტში ძირითადად "ბ" ასოზე დავიწყე სახელების ძებნა. ამდენი სახელიდან ჩემი ყურადღება ბეამ მიიპყრო, თან ამოვიკითხე, რომ ნიშნავს ბედნიერს. ბეა ბახუტაშვილი
- გვართან ერთადაც ლამაზად ჟღერს, ვუთხარი გიორგის და მასაც მოეწონა, ჰოდა, გადავწყვიტეთ, გვყოლოდა ბეა. ჩვენ კი მოგვწონს, მაგრამ ახლა და ახლა, როცა მეკითხებიან შვილის სახელს და ვეუბნები ბეას, ვხვდები, ბავშვი მთლად კარგ მდგომარეობაში არ ჩავაგდე, რადგან იბნევიან, ვერ იგებენ სწორად - დეა, ლეა, თეა - ყველაფერს ამბობენ, ბეას გარდა. უკვე მივხვდი, რომ ყველასთან მოუწევს სახელის კარგად გამოთქმა და განმარტება მისი იშვიათობის გამო.

- როგორი გასაზრდელია ბეა?
- რაც წამოიზარდა, ღამის ჭამა ამოაგდო, სამიდან ექვს საათამდე გადაბმულად სძინავს, მუცელიც აღარ, ან ნაკლებად აწუხებს. დღისით ძალიან კარგი ხასიათისაა, არ იცის უცხოობა, ყველას უცინის, ყველას ეთამაშება, მაგრამ ღამის ძილის პრობლემა აქტუალობას არ კარგავს, მთელ ღამეს აღარ
მათენებინებს, მაგრამ დაახლოებით სამჯერ მაინც იღვიძებს.
mshoblebi
- მითხარი, რომ ბავშვი ხელოვნურ საკვებს იღებს, ეს შენი სურვილი იყო, თუ გარემობამ მოითხოვა ასე?
- ცხოვრებაში გლანდებს არ შევუწუხებივარ, მაგრამ ორსულობის დროს იმდენად გამირთულდა, რომ ექიმმა თავად მირჩია, არ მეკვება ბავშვი ბუნებრივად.

- თაკო, უდროობის გამო ინტერვიუს ჩაწერა გაგვიძნელდა, რითი ხარ ამჟამად დაკავაბეული?
- "რუსთავი 2"-ში ვმუშაობ ოპერატორად, უფრო კონკრეტულად კი, "კომედი არხზე" ვიღებ თითქმის ყველა გადაცემას. ადრეც მათთან ვიყავი დასაქმებული, მერე ორსულობის გამო პაუზა მქონდა, ახლა კი დავუბრუნდი საყვარელ საქმეს. ყოველთვის ვამბობდი ამას და ახლაც გავიმეორებ, ერთი საქმის მოსწრება ძალიან ადვილია, მარტო ბავშვის გაზრდა ან მარტო მუშაობა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა ბევრ რამეს ახერხებ ერთად, მაშინ ხარ შემდგარიც და "მაგარი ტიპიც". გიორგისავით დაკავებული მე არ ვარ, ვისვენებ შაბათ-კვირას და სამუშაო რეჟიმიც არ მაქვს მაინცდამაინც გადატვირთული, უბრალოდ ახლა დაემთხვა ისე, რომ გადაიდო გადაღებები, შესაბამისად მერე სხვა დროს დაინიშნა და გაიწელა, თორე ზოგადად, ძალიან დატვირთული არ ვარ.

- როცა მუშაობ ბავშვი ვისთანაა?
- ორსულობის პერიოდში მე და გიორგის ყველაფერი დალაგებულ-დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ ბეა რომ დაიბადა, ამოყირავდა სამყარო. გადაწყვეტილი მქონდა, ბაღის ასაკამდე ბავშვი მე გამეზარდა, თუმცა იმდენად გამიჭირდა, რომ გავაცნობიერე, დაგეგმილს ვერ შევასრულებდი. სამშობიაროდან რომ გამოვედი, ორ დღეში მივხვდი, გადამწვარი ვიყავი, ღამე არ მაძინებდა და ეს უძილობა სასტიკად მოქმედებდა ჩემზე. დედაჩემი მუშაობს და ვერ მეხმარებოდა, ახლა მასთან ვართ და ამიტომ მირჩიეს, ამეყვანა ძიძა იმის მიუხედავად, გავიდოდი თუ არა სამსახურში. ასეც მოვიქეცი და ცოტა ამოვისუნთქე, ღამე არ მეძინა, მაგრამ დილით ძიძა რომ მოდიოდა, მერე ვიძინებდი.
mshoblebi
- საერთოდ ძიძის შერჩევა ძალიან რთულია, მითუმეტეს როცა ბავშვი ჩვილია...
- ძალიან ვნერვიულობდი მაგ საკითხზე, უცხოს ბავშვს ვერაფრით ვანდობდი, სანაცნობო წრეში ვკითხულობდი და რეკომენდაციის გათვალისწინებით ვიღებდი გადაწყვეტილებას. დღეს ვინც ბეას უვლის, უკვე ჩვენი მეოთხე ძიძაა, თითოეული მათგანი კარგი იყო, მაგრამ ამჟამინდელი ძიძით ძალიან კმაყოფილი ვარ, მართლა კარგად, გულიანად უვლის ბავშვს, ვგრძნობ, რომ უყვარს და არაჩვეულებრივად ექცევა...

- რატომ მოგიხდა ძიძის ოთჯხერ გამოცვლა?
- მესამე ძიძა თვითონ წავიდა, წინა ორთან კი მცირე გაურკვევლობები იყო, მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ მაინც.

- გიორგი რამდენადაა ჩართული ბეას გაზრდაში?
- გიორგი გადასარევი მამაა, მაქსმლაურად ერთვება ყველაფერში, მეტიც, თავიდან ბეა რომ გაჩნდა, დაახლოებით ერთი თვე ხელში ვერ ამყავდა, მეშინოდა. ზოგადად პირიქით ხდება, კაცებს ეშინიათ ჩვილებთან მიკარების, რომ არაფერი ატკინონ, რამე არ დაუშაონ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა. არ ვიცი რა მჭირდა, ალბათ მშობიარობის შემდგომი უაზრო ფიქრების ბრალი იყო, მეგონა, რაღაცას აუცილებლად დავუშავებედი და ამიტომ ვერაფერს ვუკეთებდი, ერთადერთი რაც იყო, ხელში დამაჭერინებდნენ და ვაჭმევდი. ღამე რომ იღვიძებდა, გიორგი უცვლიდა, მე ვედექი თავზე, მეჩხუბებოდა, დაიძინე ღამეს რაღას ათენებ ტყუილადო, მაგრამ ვერ ვისვენებდი და თავზე ვედექი, გიორგი კი აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებდა, პამპერსსაც უცვლიდა და ხელითაც დაატარებდა აქეთ-იქით. ახლაც როცა თავისუფალი დრო აქვს, მაშინვე სახლში გამორბის, სულ მოეჩქარება. როცა ბავშვი მასთანაა, არ ვღელავ, ყველაფერი იცის, ყველაფერს უკეთებს ისე, როგორც საჭიროა. სანამ ბეა გაჩნდებოდა, მანამდე ვიცოდი, რომ გიორგი ძალიან კარგი მამა იქნებოდა და ასეც არის.
mshoblebi
- ბეა ხანგრძლივი დროით დაგიტოვებია?
- დაახლოებით თვე-ნახევრის იყო, როცა გიორგის ჰქონდა გასტროლი ამერიკაში. ამ ქვეყანაში მოხვედრა იყო მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება და ძალიან რთული დილემის წინაშე დავდექი, აქეთ ბეა მეცოდებოდა დასატოვებლად, იქით ამერიკაში წასვლა მინდოდა საშინლად. მივხვდი, რომ ასეთი შანსი ცხოვრებაში მეორედ შეიძლება არ მომცემოდა და წასვლა გადავწყვიტე. ემოციურად ძალიან რთული იყო, სახლიდან რომ გავედი, საშინელი განცდა მქონდა... მაგრამ წავედი. მაშინ მგონი ვერ გავიაზრე და ისე წავედი, სკაიპით რომ დავრეკე და დავინახე, ძალიან ცუდად გავხდი, ემოციები შემომაწვა. ისე, გიორგი უფრო მალე მიხვდა და გააცნობიერა მშობლობის ტვირთი, პასუხისმგებლობა, ვიდრე მე. ალბათ, მე რომ ვერ ვუკეთებდი პირველ პერიოდში ვერაფერს, ამის დამსახურებაც იყო, ყველაფერი ხომ მზრუნველობიდან მოდის. შესაბამისად, ჩემთან ცოტა უფრო გვიან გაიღვიძა მშობლის ინსტინქტმა, გრძნობამ, პასუხისმგებლობამ. რასაკვირველია, დაბადებისთანავე სიგიჟემდე შემიყვარდა, მაგრამ ბევრ რაღაცას ვერ ვხვდებოდი. ახლა უფრო გამიჭირდება დატოვება, დროის სვლასთან ერთად გავიაზრე კი არა, გავითავისე ბოლომდე ბეაც, დედობაც და პასხისმგებლობაც. ამიტომ ახლა უფრო ვნერვიულობ მის დატოვებაზე, ვიდრე მაშინ. თუმცა დედაჩემთან ვართ, ძიძას ძალიან ვენდობი და წესით დარდი არ უნდა მქონდეს, უბრალოდ ძალიან დიდი მონატრება მექნება და როგორ გავძლებ არ ვიცი.

- ბეამ როგორ შეცვალა შენი და გიორგის ურთიერთობა?
- ორსულობისას გიორგის სულ ვაფრთხილებდი, იცოდე გავგიჟდები, რომ ბავშვი ჩემზე ძალიან გიყვარდეს-თქო, მაგრამ დღეს უკვე გიორგის აქვს ეს "პრეტენზია", მეკითხება, ჩემზე ძალიან ხომ არ გიყვარსო. ბეას დაბადების შემდეგ, მის გარშემო დატრიალდა ყველაფერი. უკვე საკუთარი თავი თაკოდ კი არა, ბეას დედად წარმომიდგენია და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ეს სულ მახსოვს.

იხილეთ გიორგის და თაკოს ოჯახური ფოტოები
ციცი ომანიძე

7125
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```