"დიდხანს ვიფიქრე, გამომექვეყნებინა თუ არა ეს ფოტო ფეისბუქში..." ავსტრალიელი კელი ბანისტერი 30 წლისაა. ის გათხოვილია და ჰყავს სამი შესანიშნავი შვილი. კელი პროფესიონალი ფოტოგრაფი და ბლოგერია.
ერთ-ერთმა ბოლო ჩანაწერმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოსტმა ათი ათასობით მოწონება დაიმსახურა. ფოტოს, სადაც კელის აბაზანაში ხელში თავისი 1 წლის გოგონა უჭირავს, წინ უძღოდა შემდეგი გზავნილი:
"დიდხანს ვიფიქრე, გამომექვეყნებინა თუ არა ეს ფოტო ფეისბუქში. ბოლოს გადავწყვიტე გამოქვეყნება, რადგან ის კარგად გადმოსცემს დედა-შვილობის არსს.
მთელ ოჯახს შეგვხვდა გრიპი. ჯერ დაავადება ბიჭებს შეხვდათ. როდესაც უკვე გამოკეთდნენ, უმცროსი გოგონა გახდა შეუძლოდ. საშინლად ახველებდა. ცოტა რომ დამემშვიდებინა, ხელში ავიყვანე და აბაზანისკენ გავეშურე. თბილმა წყალმა დაამშვიდა პატარა და ხველებაც შეუჩერდა. ბავშვების ავადმყოფობის გამო რამდენიმე დღე არ მძინებია. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ვერც შევამჩნიე, როგორ გადამიღო ფოტო ჩემმა 5 წლის ბიჭმა.
როდესაც ჩემს ტელეფონში ვნახე ეს ფოტო, ძალიან გამიკვირდა. როდესაც კარგად დავაკვირდი, მივხვდი, რომ ნამდვილი შედევრი იყო. ამ ფოტოში ერთდროულადაა როგორც დაღლილობა და შფოთვა, ასევე უსაზღვრო სიყვარული, ზრუნვა და იმედი..."