ეს ტყუპი რომ დაიბადა, 1 კილოსაც არ იწონიდა თითოეული - როგორ უვლიან საქართველოში დღენაკლულ ბავშვებს?
ეს ტყუპი რომ დაიბადა, 1 კილოსაც არ იწონიდა თითოეული - როგორ უვლიან საქართველოში დღენაკლულ ბავშვებს?
ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში 14 მაისს ახალი ნეონატალური ცენტრი იხსნება. ამ ფაქტის აღსანიშნავად კლინიკაში მედიატური ჩატარდა. შეხვედრას პრესისა და ტელევიზიის ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
საქართველოში 5 წლამდე ბავშვების, ახალშობილთა, ნეონატალური და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზები, სხვა საკითხებთან ერთად, მჭიდროდ არის დაკავშირებული ფეხმძიმობისას დედის ჯანმრთელობასთან, მშობიარობის პირობებსა და მშობიარობის შემდეგ პირველი საათების ან კვირის დროს არსებულ
გარემოებებთან.

რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას და რა დახმარება ეწევა ნაადრევად დაბადებულ ახალშობილს? ამ შეკითხვაზე ღუდუშაურის კლინიკის ახალი ნეონატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეონატოლოგი შორენა ჭანკვეტაძე გვიპასუხებს:

- ორსულობის 23-დან 37-ე კვირამდე დაწყებულ მშობიარობას ნაადრევი ეწოდება. ნაყოფი, რომელიც ნაადრევი მშობიარობის შედეგად იბადება, დღენაკლული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია. ნაადრევ მშობიარობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - დედის ავადმყოფობა, ინტოქსიკაცია, ფიზიკური და ემოციური დატვირთვა. ნაადრევი მშობიარობა ხშირია აბორტების, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის, აგრეთვე დედის ენდოკრინული და ნერვული დარღვევების ფონზე. ნაადრევი მშობიარობის სიმპტომებია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და გავის მიდამოში, ასევე მცირე სისხლიანი გამონადენი. ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე ორსულმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს თავის მეან-გინეკოლოგს. ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა გულისხმობს ცხოვრებისა და კვების მართებულ რეჟიმს,
ინფექციისა და ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას, ორსულის ამა თუ იმ დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ორსულობის დაგეგმვას და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. სამწუხაროდ, ყველა ორსული ვერ იცავს საჭირო ნორმებს, ასევე მოქმედებს გენეტიკური ფაქტორიც.

mshoblebi
- რა პირობების შექმნაა საჭირო ნაადრევად დაბადებული ახალშობილისთვის?
- ნაადრევი მშობიარობის შედეგად დაბადებული ბავშვები სასწრაფოდ საჭიროებენ ადექვატურ სამედიცინო დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავი ისე იგრძნონ, როგორც დედის მუცელში. ამისთვის მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ. სპეციალურ ინკუბატორებში დაცული უნდა იყოს ტემპერატურული ნორმები. შექმნილი გარემო და სამედიცინო აღჭურვილობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების გაზრდის და გამოჯანმრთელების პროცესში. ჩვენთან დაბადებულან ბავშვები, რომლებიც იწონიდნენ 650, 850 გრამს, რამდენიმე დღის წინ ისინი კლინიკაში გვესტუმრნენ და სპეციალურად მათთვის მოვაწყვეთ ფოტოსესია. გვინდა ვუთხრათ ყველა მშობელს, არასდროს დაკარგოთ იმედი, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სასწაულს, ვხედავთ, თუ როგორ იბრძვიან სიცოცხლისთვის ჩვენი პატარები და უმეტეს შემთხვევაში ისინი აღწევენ მიზანს, აბარებენ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდას, გაზრდილები და ჯანმრთელები უბრუნდებიან თავიანთ მშობლებს.
პერინატალური ცენტრის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ როდესაც პრობლემური ორსული მშობიარობს და დაზუსტებით ვიცით, რომ ბავშვს აუცილებლად დსაჭირდება სამედიცინო დახმარება, არ იკარგება სიცოცხლის პირველი ოქროს წუთები. ერთი სივრცის ქვეშ, წამებში ხდება ბავშვის გადაყვანა ნეონატალურ განყოფილებაში. ასე რომ, ბავშვისთვის საუკეთესო ტრანსპორტი დედის მუცელია, თუ ბავშვს ესაჭიროება ჩვენი დახმარება, ის მყისიერად მიიღებს მას.

ახალშობილთა განყოფილებას, რომელიც ოფიციალურად 2016 წლის 14 მაისს იხსნება, თავისი მასშტაბებითა და პოტენციალით ანალოგი არ გააჩნია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. კლინიკას პრობლემურ ახალშობილთა მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამას მოწმობს ათასობით გადარჩენილი ბავშვი, რომელთა მშობლებიც სოციალური ქსელის თუ სხვა არხების მშვეობით მადლობას გამოხატავენ კლინიკის მიმართ.

"ნატალი მოდებაძე 2015 წლის 21 აპრილს, 34 კვირის ვადაზე დაიბადა. 1,500 იწონიდა და 37 სანტიმეტრი იყო. ახლა 10 თვის, ჯანმრთელი დ აენერგიით სავსე გოგოა. ღმერთმა არ მოგაკლოთ მადლიერი პაციენტები, კიდევ მრავალი პატარა გადაგერჩინოთ და გაგეხარებინოთ დედები, მადლობა მთელ კოლექტივს" - ნატალის დედიკო, ნინი კილაძე.

"დიდ მადლობას ვუხდი ღუდუშაურის კლინიკას ჩემი შვილის გადარჩენისთვის. ჩემი მათე 6-თვიანი დაიბადა და 870 გრამს იწონიდა. ახლა უკვე დიდი ბიჭია, 10 თვისაა, ყველაზე ჯანმრთელი და საყვარელი ბავშვია. დიდი მადლობა ჩემი ტკბილი შვილის გადარჩენისთვის, მიყვარხართ", - მათეს დედიკო, ქეთი მუმლაძე.
mshoblebi
"პატარა ბარბარე 6-თვიანი დაიბადა და 700 გრამს იწონიდა. თქვენი დიდი ძალისხმევით დღეს ბარბარე ჯანმრთელი და ბედნიერი გოგოა. თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს მე ბედნიერი დედა ვარ. 27 თებერვალს ბარბარე უკვე 1 წლის ხდება. სანამ ვიარსებებ, ყოველთვის დავლოცავთ ქვენს კლინიკას და ექიმებს. მშვიდობა და უფლის წყალობა გქონოდეთ მუდამ", - ბარბარეს დედიკო, მაიკო დოლიძე.
სალომე გორგოშიძე
6820
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?