მეცნიერები გვირჩევენ, გავაჩინოთ 40 წლის შემდეგაც
მეცნიერები გვირჩევენ, გავაჩინოთ 40 წლის შემდეგაც
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები კარიერას აწყობენ და არ ჩქარობენ ოჯახების შექმნას, ან ჰყავთ ერთი-ორი შვილი და შემდეგ ცხოვრებისეულ რეჟიმში ჩართულებს "დააგვიანდათ" კიდევ ერთი შვილის გაჩენა, არადა, ამის სურვილი აქვთ. ეს ხშირი შემთხვევაა და ხშირად ქალები 40 წლის მერე უკვე ვერ ბედავენ შვილების გაჩენას. ამ თემაზე თავად მეცნიერებიც ბჭობენ და დისკუსიებია - ერთი მხრივ, არსებობს ბავშვის და დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, მეორე მხრივ - დიდი უპირატესობები, რის მიცემაც შეუძლიათ შვილებისთვის უკვე შემდგარ
და ცხოვრებაგამოცდილ მშობლებს. 
ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც ევროპელი ქალების გვიან მშობიარობას უკავშირდება. ავტორებმა შვედეთის მცხოვრები მილიონზე მეტი ქალის მონაცემები შეაგოვეს - 1960-დან 1991 წლამდე დაბადაბეულების. მივიდნენ დასკვნამდე, რომ დედის მოწიფული ასაკი სულაც არ არის ბავშვის ცუდი ჯანმრთელობის გარანტია. მით უმეტეს, რომ მედიცინა სულ უფრო ვითარდება და მისი დონე ამცირებს გვიან მშობიარობასთან დაკავშირებულ რისკებს.
მეორე მხრივ, კვლევის თანახმად, გვიან დაბადებულმა ბავშვებმა უფრო ხარისხიანი განათლება მიიღეს, უკეთ მიხედეს მათ მშობლებმა და უკეთაც სწავლობდნენ. 
რასაკვირველია, კვლევის ავტორები არ მოუწოდებენ ქალებს, რომ გადადონ 40 წლამდე ბავშვის გაჩენა, უბრალოდ იმედს აძლევენ და ამშვიდებენ იმ ქალებს, რომლებსაც ცხოვრება ისე აეწყოთ, რომ დაუგვიანდათ შვილის გაჩენა.
4347
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ia
0
თვითონ ექიმები რომ ავიყავნოთ საგანგებო გამოცდისა და ცოდნის ხარისხის რეჟიმში უკეთესია ( რა თმა უნდა საქართველოში )
12:19 / 18-07-2016
ნანო
0
ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ 27 წლის ქალს "ბებერი მშობიარე" ერქვა და რისკის ჯგუფში გადიოდა. მე პირადად 35 წლის ასაკში საკეისრო კვეთით გამაჩენინეს შვილი ასაკის გამო, სხვა უკუჩვენება არ მქონია. მერე ერთ წლამდე ბავშვი საგანგებო მეტვალყურეობის ქვეშ ჰყავდა უბნის ექიმს _ საკეისრო კვეთით არის გაჩენილიო. ლამის დამნაშავედ მაგრძნობინეს თავი ჩემი შვილის წინაშე, რომ გვიან გავაჩინე. ახლა ეს ნორმაა და არც საკეისროს თვლის ვინმე განაკუთრებულ მოვლენად. უკვე დავიბენი _ არ ვიცი, მედიცინა განვითარდა ასე, თუ ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა ამ საკითხის მიმართ.იქნებ ვინმე ჭკვიანმა აგვიხსნას ეს.
19:18 / 14-05-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?