დედების სალონიახალი ამბები
მეცნიერები გვირჩევენ, გავაჩინოთ 40 წლის შემდეგაც
მეცნიერები გვირჩევენ, გავაჩინოთ 40 წლის შემდეგაც
თანამედროვე საზოგადოებაში ქალები კარიერას აწყობენ და არ ჩქარობენ ოჯახების შექმნას, ან ჰყავთ ერთი-ორი შვილი და შემდეგ ცხოვრებისეულ რეჟიმში ჩართულებს "დააგვიანდათ" კიდევ ერთი შვილის გაჩენა, არადა, ამის სურვილი აქვთ. ეს ხშირი შემთხვევაა და ხშირად ქალები 40 წლის მერე უკვე ვერ ბედავენ შვილების გაჩენას. ამ თემაზე თავად მეცნიერებიც ბჭობენ და დისკუსიებია - ერთი მხრივ, არსებობს ბავშვის და დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, მეორე მხრივ - დიდი უპირატესობები, რის მიცემაც შეუძლიათ შვილებისთვის უკვე შემდგარ
და ცხოვრებაგამოცდილ მშობლებს. 
ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც ევროპელი ქალების გვიან მშობიარობას უკავშირდება. ავტორებმა შვედეთის მცხოვრები მილიონზე მეტი ქალის მონაცემები შეაგოვეს - 1960-დან 1991 წლამდე დაბადაბეულების. მივიდნენ დასკვნამდე, რომ დედის მოწიფული ასაკი სულაც არ არის ბავშვის ცუდი ჯანმრთელობის გარანტია. მით უმეტეს, რომ მედიცინა სულ უფრო ვითარდება და მისი დონე ამცირებს გვიან მშობიარობასთან დაკავშირებულ რისკებს.
მეორე მხრივ, კვლევის თანახმად, გვიან დაბადებულმა ბავშვებმა უფრო ხარისხიანი განათლება მიიღეს, უკეთ მიხედეს მათ მშობლებმა და უკეთაც სწავლობდნენ. 
რასაკვირველია, კვლევის ავტორები არ მოუწოდებენ ქალებს, რომ გადადონ 40 წლამდე ბავშვის გაჩენა, უბრალოდ იმედს აძლევენ და ამშვიდებენ იმ ქალებს, რომლებსაც ცხოვრება ისე აეწყოთ, რომ დაუგვიანდათ შვილის გაჩენა.
ბეჭდვა