"არ გამაჩნია საკუთარი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჯერ ერთი, მერე - მეორე და ახლა შენ მოევლინე ქვეყანას..."
"არ გამაჩნია საკუთარი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჯერ ერთი, მერე - მეორე და ახლა შენ მოევლინე ქვეყანას..."
"საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, ვის გამოც ღირს ღამეების თენება. შენ ხარ ის ადამიანი, ვისთვისაც თავიდან დავიწყე ცხოვრება, უკვე მესამედ!
ცდილობ, ახერხებ და გამოგდის შენი ცხოვრებით მაცხოვრო, სულ შედარებებს ვაკეთებ და მაინც ერთ აზრამდე მივდივარ, რომ ცხოვრება შენშია (თქვენშია). რომ არ გამაჩნია საკუთარი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჯერ ერთი, მერე - მეორე და და ახლა შენ მოევლინე ქვეყანას. განა ვწუწუნებ?! სწორედ ეს მაბედნიერებს, ყოველი დილის გათენება ახლის
დასაწყისია, სწორედ თქვენ ხართ მიზეზი და მიზანი ყველაფრის... სწორედ თქვენ ხართ ჩემი სამოქმედო რუკა მომავლისა.
სამივე ცხოვრების განსხვავებულ საფეხურზე დგახართ, სამივეს სხვადასხვა ინტერესი გაქვთ, სხვადასხვა მიზანი, მისწრაფებები, მოთხოვნები, ფასეულობები, ღირებულებები, სწორედ ეს არის საინტერესოც და სახალისოც.
mshoblebi
არასოდეს მსიამოვნებს, ერთი და იგივე გზა გავიარო თუნდაც ორჯერ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რასაც ანალოგი არ აქვს, დღეს ისევ მესამედ ვიწყებ იმას, რაც გავიარე ათი წლის წინ, ხუთი წლის წინ... უძილო ღამეები, პირველი ნაბიჯები, დაცემა, წამოდგომა.
ყოველთვის ვფიქრობ, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება ბავშვის პირველ ნაბიჯებს ჰგავს, დაცემა, ხელის შეშველება, წამოდგომა, შენთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ ჯერ სიარულის, შემდეგ კი სირბილის სწავლა, სწორედ აქედან იწყება ქვეცნობიერში გაცნობიერება იმისა, რასაც ჰქვია ადამიანობა, ღირსება, მეგობრობა, პატივისცემა, გვერდით
დგომა.
მიყვარხართ ცააამდეე, მეიმედებით, მაბედნიერებთ, დღეს ჩემი თვალით დანახული თქვენი მომავალია ჩემი მოტივატორი, ცალცალკე და ყველასი ერთად.
სწორედ თქვენ ხართ მიზეზი იმისა, რომ ყოველ წამს წინ გადავდგა ნაბიჯი, თუნდაც ერთი.
გულში აღარ ეტევით..."
ნინია თუთისანი
11961
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?