მათ გარდა წყვილს კიდევ 3 შვილი ჰყავს ამაყმა მშობლებმა ახალშობლების პირველი ფოტო გამოაქვეყნეს. კიმ და ვონ ტუკებს 2016 წლის იანვარში 5 ტყუპი ეყოლათ. ვაჟი კიტი და გოგონები: ელი, პენელოპა, ტიფანი და ბეატრიქსი.
კიმს 9 წლის ბიჭუნა და ორ გოგონა ჰყავს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად უძილო ღამეებისა 26 წლის დედა თავის ტყუპებთან ერთად ბედნიერად გამოიყურება. ტყუპებს პროფესიონალური ფოტოსესია მოუწყვეს. ფოტოზე პატარებს ტკბილად სძინავთ, რაც რეალობაში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
ბავშვების მოვლა საკმაოდ რთულია, ცოტა ხნის წინ სატელევიზიო ინტერვიუში კიმ ტუკიმ განაცხადა, რომ ხანდახან სააბაზანოში იკეტება და იატაკზე მჯდომი ტირის, რადგან ვერ უმკლავდება 5 წლამდე ასაკის 7 ბავშვს.
წყვილს კვირაში 350 პამპერსის გამოცვლა, თითოეულის დღეში 8-ჯერ ჭამა უწევს. მიუხედავად ყველა სირთულისა, წყვილი აღიარებს, რომ ასეთი ბედნიერები არასდროს ყოფილან.
"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას შევძლებდი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საკუთარი თავით ამაყი ვარ" - ამბობს მრავალშვილიანი დედა.
იმის იმედი, რომ ტყუპი ჯანმრთელი იქნებოდა და ყველა გადარჩებოდა ძალიან მცირე იყო.
27 კვირის განმავლობაში კიმის სხეული ისე გაიზარდა, რომ ყველა ბავშვისთვის გამოჩნდა ადგილი. თითოეული ჩვილი დაბადებისას კილოზე ნაკლებს იწონიდა.
ბებიაქალი აღფრთოვანებული იყო დედის გამძლეობით. ბავშვები ერთმანეთის მიყოლებით 2-წუთიანი ინტერვალით იბადებოდნენ. ხუთეული რეანიმაციაში მოათავსეს და 24-საათიანი დაკვირვბის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაბადებიდან 6 კვირის თავზე, როცა ბავშვები მოძლიერდნენ, შინ გაწერეს.
ოჯახს ეხმარებიან ნათესავები და მოხალისეები, რომლებიც გრაფიკის მიხედვით უვლიან ბავშვებს - კვება, საფენის გამოცვლა, ბანაობა, დაძინება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს - ამბობს კიმი.
ფეხმძიმობის პერიოდში დედა ბლოგში წერდა გაუსაძლის წელის ტკივილზე, რომ ღამეში 12-ჯერ უწევდა საპირფარეშოში გასვლა და დღეში 6 ათას კალორიას იღებდა, რათა მუცლადმყოფ ბავშვებს საკმარისი კვება ჰქონოდათ.
"მიჭირს ვაიძულო საკუთარი თავი და რაღაც შევჭამო. მუდმივად მაწუხებს გულძმარვა. მუდამ უნდა ვაკონტროლო ცილის რაოდენობა, რადგან ვკარგავ წონას, იმის ნაცვლად, რომ ვიმატებდე". კიმის ფეხმძიმობისდროინელ ბლოგებს ყოველდღიურად 123 ათასი ადამიანი კითხულობდა. უმეტესობა ახალგაზრდა დედა იყო, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებას, რჩევებს უზიარებდნენ.
მომავალ დედას პირველი ფოტო 24 წლის ფოტოგრაფმა ერინ ელისაბედმა გადაუღო. ფოტო კიმის ბლოგში განათავსეს და ოჯახისთვის ფულის შეგროვება დაიწყეს, რათა ოჯახს 9-ადგილიანი ავტომობილი შეეძინა, რომლითაც გადაადგილებას, მოგზაურობას შეძლებდნენ. იხილეთ ფოტოალბომი