პრინც უილიამის მეუღლე დისტანციას იცავს რიგით ადამიანებთან ქეით მიდლტონს არ სურს, რომ პრინცმა ჯორჯმა "ჩვეულებრივ" ბავშვებთან იმეგობროს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ქეით მიდლტონი ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალ და ხალხის მოყვარულ სამეფო ოჯახის წევრად ითვლება, მაგრამ სტატუსი - სტატუსია. პრინც უილიამის მეუღლე დისტანციას იცავს რიგით ადამიანებთან და იმავეს ასწავლის შვილებს, პრინც ჯორჯს და პრინცესა შარლოტას.
ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ ქეითი ცდილობს შვილები მოარიდოს რიგით ბრიტანელ ბავშვებს. ასეთი შთაბეჭდილება დარჩა, ლონდონის ერთ-ერთი სკვერის გახსნისას შეკრებილ საზოგადოებას. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პრინცესა ცდილობდა ჯორჯი მათგან მოშორებით ყოფილიყო, თუმცა, პრინცი, ამავდროულად ყველას ზრდილობიანად ესალმებოდა და უღიმოდა. როდესაც რომელიმე ბავშვი ჯორჯთან ახლოს მიდიოდა, ქეითს პრინცი მოშორებით გაჰყავდა.
ქეითთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ საქმე არ არის სამეფო ოჯახის უსაფრთხოებაში. გაგრძძელება