"ხუთი წლის ბიჭმა ერთი ჭიქა წითელი ღვინო დალია და დათვრა. გაგიჟდები, ისეთი სასაცილოა" - ეს ფაქტები დაგიმტკიცებთ, რომ საქართველოში ბავშვების კულტი სულაც არ არის
"ხუთი წლის ბიჭმა ერთი ჭიქა წითელი ღვინო დალია და დათვრა. გაგიჟდები, ისეთი სასაცილოა" - ეს ფაქტები დაგიმტკიცებთ, რომ საქართველოში ბავშვების კულტი სულაც არ არის
ეს სტატია კავკასიური პრობლემებისა და ახალი ამბების ამსახველ პორტალ jam-news.net-ზე განთავსდა და სტატიის ავტორი დიანა პეტრიაშვილი ცდილობს გაფანტოს მითი, თითქოს საქართველოში ბავშვების კულტია. მისი აზრით, სრულიად საპირისპირო ვითარებაა და ამას ადასტურებს მაგალითებით.
გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერსიას:

1. ბავშვებს ტვირთივით დაატარებენ
საქართველოში არ არის მიღებული რაიმე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების გატარება ბავშვებთან დაკავშირებით. მათ არ ახურავენ მუზარადს და არც სამუხლეებს უკეთებენ, როცა ველოსიპედზე ან გორგოლაჭებზე სი
არულს ასწავლიან, სრულ იგნორირებას უკეთებენ ავტოსავარძლებს. ბავშვებს საერთოდ არ უკეთებენ ღვედს მანქანებში და ხანდახან წინა სავარძლებშიც კი იხილავთ, ჩვილებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ საგზაო წესები საქართველოში სულ უფრო მკაცრდება, აქ ჯერ არავის დაუყენებია საკითხი, რომ აუცილებელია ავტოსავარძლების გამოყენებას ბავშვებისთვის. და ბავშვები ისევ და ისევ იღუპებიან არა მხოლოდ ავტოავარიებში, არამედ უმნიშვნელო საგზაო შემთხვევების დროსაც, რომლებიც არ არის საშიში მოზრდილი ადამიანისთვის, მაგრამ ფატალურია პატარა ბავშვისთვის, რომელიც ავტოსავარძლის გარეშე მგზავრობს.
mshoblebi
2. ბავშვების თანდასწრებით ეწევიან
პრობლემა ისიც კი არაა, რომ ბავშვების თანდასწრებით ეწევიან, არამედ ის, რომ როგორც ჩანს, ქართველ მწეველთა უმრავლესობას არ მიაჩნია ბავშვის თვალწინ მოწევა რაიმე არასწორ საქციელად. საქმე ეხება სულაც არა მასშტაბურ სუფრებს, ხმაურიან წვეულებებს, რომელთა დროსაც უფროსები საათობით სხედან, ჭამენ, სვამენ, ეწევიან, ბავშვები
კი გარშემო დარბიან. გაცილებით მარტივ სიტუაციებშიც ასე ხდება: დედფა, მამა და დაახლოებით სამი წლის ბავშვი კაფეში შეკვეთას ელოდებიან – ორივე მშობელი პირდაპირ აბოლებს ბავშვს. თან მას გაცხარებული ელაპარაკებიან და ვერც კი ამჩნევენ, რომ რაიმეს არასწორად აკეთებენ. ან ტაქსის მძღოლი, რომელიც მაშინვე მოწევას იწყებს, როგორც კი მის მანქანაში ჩაჯდებით და მუხლებზე დაისვამთ ერთი წლის ბავშვს.
mshoblebi
3. არ არის ბავშვებზე გათვლილი რესტორნები
მიუხედავად ყბადაღებული "ბავშვების კულტისა", საქართველოში არც ერთი ადგილობრივი რესტორანი არ არის, რომელსაც მკვეთრად გამოხატული საბავშვო პოლიტიკა ექნება. როგორც ჩანს, რესტორატორებს საერთოდ არ ესმით, რაზეა ლაპ-არაკი, თორემ რატომ ექნებოდათ დამტვრეული (და სახიფათო!) სათამაშოები გაბოლილი საერთო დარბაზის ბნელ კუთხეში? ერთადერთი ადგილი, რომელიც მართლა გათვლილია ბავშვებზე, ეს სწრაფი კვების ქსელია, "მაკდონალდსისა" ან "ვენდისის" ტიპის.

4. ბავშვებს ალკოჰოლს ასინჯებენ
და ისევ და ისევ, ეს არ მიიჩნევა არასწორად. განსაკუთრებით, თუ ბავშვი – ბიჭია. ამ შემთხვევაში უფროსები წაახალისებენ კიდეც ალკოჰოლის მიღებას. ეს მათ ძალიან ამხიარულებს – ხუთი წლის ბიჭმა ერთი ჭიქა წითელი ღვინო დალია და დათვრა. გაგიჟდები, ისეთი სასაცილოა.

5. საბავშვო მოედნები
ასეთი რამ ან არ არის, ან არ რემონტდება და არ განახლდება. ეს არის არა მხოლოდ ცუდი ბავშვებთან მიმართებაში, არამედ საშიშია! მაგალითად, ბავშვები თამაშობენ ხუთი წლის წინ დადგმულ სასრიალოზე, რომელიც არც ერთხელ არ განახლებულა. სასრიალოს სიმაღლე – ორ-ნახევარი მეტრია, ნაპირები კარგა ხანია მოტეხილი აქვს.
იშვიათად ახალაშენებულ ბინებს აქვთ საბავშვო მოედნები. შეიძლება, მათ სატვირთო ლიფტიც ჰქონდეთ, რომლითაც ეტლს აიტანდი და ჩამოიტანდი, მაგრამ ის რომ იმუშავებს, ამის იმედი არ უნდა გქონდეს.
პანდუსებიც იქნება, მაგრამ მასზე ეტლს ვერ ჩამოაგორებ. მაგალითად, ამ ფოტოზე თბილისი ერთ-ერთ ახალაშენებულ სახლთან გაკეთებულ პანდუსს უფრო მნიშვნელოვანი "მისია" აქვს.
mshoblebi
6. ბავშვებთან მუშაობა არაპრესტიჟულია
ერთი შეხედვით, რა უნდა იყოს უფრო პრესტიჟული, ვიდრე ბავშვებთან მუშაობა იმ საზოგადოებაში, სადაც "ბავშვების კულტია"? მაგრამ ძიძის სამუშაო ისეთი სამუშაოა, რომელსაც ქალების უმრავლესობა მხოლოდ გაჭირვების გამო თანხმდება და არ იღლება ამის გამეორებით ნაცნობ-ახლობლებთან თუ დამქირავებელთან. საქართველოში მომუშავე ძიძების უმრავლესობა არ არის კვალიფიციური, რადგან საქართველოში არც არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც პროფესიონალ ძიძებს მოამზადებდა.
წყარო
70504
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
1
გერმანიის გაზეთში ამოვიკითხე თითქმის ყოველი მეხუთე ბავშვია გერმანიაში ძალადობის/ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საკუთარ ოჯახში ან უახლოეს გარემოში გერმანიაში კი ბევრია საბავშო მოედნები და პარკები...
16:40 / 01-02-2019
123
2
ევროპაში და ამერიკაში ბავშვებს მანქანაში მარტოს ტოვებენ და იხოცებიან ბავშვები უჰაერობით, პატარაობიდანვე ცალკე ოთახში აძინებენ, თვითონ ცალკე ნებივრობენ. ქართველები კი სულ გულში ვიხუტებთ და ვერ ვუშვებთ სრულწლოვანებსაც კი. ჩვენ სხვა სითბოს და სიყვარულს ვასხივებთ.
22:08 / 28-01-2019
მსგავსი სიახლეები
```