საზოგადოებრივ ადგილებში ძუძუთი კვება ძალიან დელიკატური თემაა...
საზოგადოებრივ ადგილებში ძუძუთი კვება ძალიან დელიკატური თემაა. არავინ კამათობს იმაზე, რომ ეს ჩვეული პროცესია, მაგრამ როდესაც ახალშობილი შიმშილის გამო საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ატეხავს ისტერიკას, ამ დროს დედა დგება რთული არჩევანის წინ: აჭამოს ბავშვს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს ირგვლივ მყოფნი, თუ დაიცვას ნორმები და ბავშვის მოთხოვნა უგულვებელყოს. დროდადრო იმართება ხოლმე ამ თემის ირგვლივ კამათი სოციალურ ქსელში, მაგრამ ის, რაც ახლახან ჰამბურგში მოხდა, აბსურდულ აპოთეოზად იქცა.
ქალაქის ავტობუსით მგზავრობდა დედა ახალშობილ ბავშვთან ერთად. ბავშვს მოშივდა და დაიწყო ტირილი. ბავშვის დაწყნარების მიზნით, დედამ ძუძუ ჩაუდო პირში. უახლოეს გაჩერებაზე მძღოლმა უცებ გამოაცხადა: "ან ყველა მგზავრი - დედისა და ბავშვის გარდა, ჩავა ავტობუსიდან, სანამ დედა ბავშვს აჭმევს, ან დედა და ბავშვი ჩავლენ და დაელოდებიან შემდეგ ავტობუსს!"
მიუხედავად მგზავრების პროტესტისა, მძღოლმა არ დაძრა ავტობუსი. ელოდებოდა, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. მგზავრების უმეტესობამ დატოვა სალონი, მაგრამ შემდეგ დედამ ვეღარ მოითმინა და თავად დატოვა ავტობუსი...
ამ შემთხვევამ კამათის ახალი ტალღა დაძრა. ნაწილი მხარს უჭერდა მძღოლის საქციელს, ნაწილი კი პირიქით - აკრიტიკებდა. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?