დედა უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში იმყოფება ბათუმში დაბადებული ოთხი ტყუპიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. ტყუპების მამის მამუკა ოტოლაძის განცხადებით, ორი გოგონა ორი დღის წინ გარდაიცვალა. მისივე თქმით, ამ დრომდე საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ერთი გოგონა. მამუკა ოტოლაძის თქმით, მეუღლე უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში იმყოფება.
"მეუღლე უკვე გამოჯანმრთელდა, ბავშვებიდან კი მხოლოდ ნინოა ცოცხალი. ორი გოგონა ორი დღის წინ დაიღუპა, მესამე ბიჭი კი უფრო ადრე. ახლა მეუღლე მყავს საავადმყოფოში მოყვანილი ბავშვის სანახავად. ექიმებს რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს", - აღნიშნა მამუკა ოტოლაძემ.
იხილეთ სრულად